აგვისტოდან სოფელ კარწახში, კუმურდოში და სულდაში უფასო ფსიქოლოგიირი კონსულტაცია ტარდება. 3 სოფლის გარდა მუნიციპალიტეტის დანარჩენი დასახლებული პუნქტების მოსახლეობსაც ექნება უფასო, ინდივიდუალური ფსიქოლიგიური მხარდაჭერის მიღების საშუალება, თუკი აგვისტოს თვეში მიმართავენ.

ზემოთ ჩამოთვლილ სოფლებში კონსულტაციის გრაფიკი შემდეგია:

● კუმურდო: 6-დან 16 აგვისტომდე
● სულდა: 16-დან 26 აგვიატომდე
● კარწახი: 26 აგვისტოდან 5 აგვიატომდე 

უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს ალლა ავეტისიოვა. ის ილიას სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა, მეორე პროფესიად ფსიქოლოგია ჰქონდა არჩეული, ხოლო შემდეგ წარმატებით გაიარა სწავლების აუცილებელი ეტაპები. ალლამ ახალქალქში ფსიქოლოგად დაიწყო მუშაობა, მაგრამ დიდი ხარჯის გამო მას თბილისში დაბრუნება და იმავე პროფესიით მუშაობის გაგრძელება მოუწია.

“მე უფრო მეორე პროფესია მიზიდავდა. ვნახე, რომ ბევრ ბავშვს პრობლემა ჰქონდა, კერძოდ, საუბრის დაწყების და განვითარების, ასევე ურთიერთობის უნარების, სოციალური ადაპტაციის, და გადავწყვიტე ამ პროფესიით გამეგრძელებინა მუშაობა, რადგან ვიცოდი, რომ ბევრს დახმარება ესაჭიროება”,- ამბობს ალლა.

წელს საზაფხულო არდადეგების დროს ალლამ გადაწყვიტა ახალქალაქში ხალხის დახმარება.

«გადავწყვიტე სარგებლიანად გავატარო საზაფხულო არდადეგები, ახალქალაქის სოფლებში სიარულით. მეტნაკლებად ვიცნობ გარემოს და ახალქალაქი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც კი თავისუფალი დრო და საშუალება გამიჩნდება, მაშინვე თქვენთან ჩამოვალ»,- აღნიშნავს ის.

უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაციის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, მაგრამ სამიზნე ჯგუფი იქნება მშობლები. 

«რათა დავეხმარო მათ ადრეული ასაკიდან ბავშვის სწორ აღზრდაში. საჭიროების შემთხვევაში შემიძლია მათთან სახლში მისვლაც. ყოველ შემთხვევაში, აღნიშნული სოფლების გარდა, მე შეუძლია მომმართოს რაიონის ნებისმიერ მცხოვრებს»,- ამბობს ფსიქოლოგი ალლა ავეტისოვი.

ჩვენი თანამოსაუბრე ასევე აღნიშნავს, რომ თუ ახალქალაქში მინიმალური პირობები იქნება, ის მზად არის დარჩეს და აქ გააგრძელოს მუშაობა აქ.

«სიმართლე გითხრათ, ადგილი რომ მქონდეს, სადაც შევძლებ მოწყობას და დასაქმებას, თუკი მინიმალური ფინანსური მხარდაჭერა იქნება ბავშვებისთვის აუცილებელი ნივთების შეძენისათვის თუნდაც ელემენტარული ნივთების, როგორიცაა წიგნები, რვეულები, ფანქრები, საღებავები და ა.შ.), მე ახალქალაქში ვიმუშავებდი და ბავშვებს მოვემსახურებოდი»,- ასკვნის ის.

უფასო ფსიქოლოგიური დახმარების მიღებისთვის შეგიძლიათ დაურეკოთ ალლას.
ტელ. +995 568421384