ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში 14 ორგანიზაცია (არაკომერციული, არამომგებიანი იურიდიული პირები) მოქმედებს. Jnews-ი წარმოგიდგენთ ინფორმაციას ამ ორგანიზაციების შესახებ, რას აკეთებენ ისინი, რამდენს ხარჯავენ, რამდენია მათი შემოსავალი და რა თანხას შეადგენს მათი ძირითადი თანამშრომლების ხელფასები?
2022 წლის იანვრის ბოლოს ახალქალაქის საკრებულოში განიხილებოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში, რომელშიც იყო რეკომენდაციები მუნიციპალიტეტის ორგანიზაციების (არაკომერციული იურიდიული პირების) შემცირებაზე ან გაერთიანებაზე. დეპუტატებმა რამდენიმე ორგანიზაციის მუშაობა განიხილეს. გადაწყვიტეს თითოეული მათგანი ცალ-ცალკე შეისწავლონ და გამონახონ გზები მათი მუშაობის გაუმჯობესებისთვის. თუმცა ცალკე შეხვედრა მხოლოდ სერვისცენტრის წარმომადგენლებთან შედგა, რის შემდეგაც პროცესი წინ არ წასულა. შეხვედრაზე სხვა ორგანიზაციები არ იყვნენ მიწვეულნი.
Jnews-მა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისგან მუნიციპალური ორგანიზაციების ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.
ახალქალაქის საცურაო აუზი
აუზი ზედიზედ 2 წელია არ მუშაობს, თავიდან პანდემიის გამო დაიკეტა, მას შემდეგ აღარც გახსნილა და მუდმივად იკეტება რემონტისთვის.
2021 წელს მიიღო სუბსიდია 188 800 ლარის ოდენობით, საცურაო აუზიდან შემოსავალი 10 000 ლარია. მაგრამ ორი წლის განმავლობაში აუზს არ ჰქონდა შემოსავალი იმის გამო, რომ ის არ მუშაობდა ვიზიტორებისთვის. ამის გამო ხარჯები არ იყო დაგეგმილი, ნაკლები იყო დახარჯული. მაგრამ ხელფასები ხარჯი იგივე იყო – 67 440 ლარი, ხელფასებზე 4 880 ლარი ასევე გამოიყოფა შემოსავლიდან, როცა ის არის. სუბსიდიიდან კომუნალურ ხარჯებზე 112 000 ლარი გამოიყო, აქედან 32 000 ლარი ელექტროენერგიაზე, გათბობისთვის კი 80 000 ლარი გამოიყო. როცა შემოსავალი არის, იქიდანაც 5120 ლარი გადის კომუნალურ ხარჯებზე. კომუნიკაციის ხარჯები (ინტერნეტი, ტელეფონი) გადახდილია სუბსიდიიდან – 1600 ლარი.
აუზზე 16 ადამიანია დასაქმებული. საცურაო აუზის დირექტორი 750 ლარს იღებს, დარაჯისა და თანამშრომლების მინიმალური ხელფასი 230 ლარია.
მომავლის სახლი
ფუნქციონირებს 10 საგანმანათლებლო ჯგუფი, აქედან 5 ენის შემსწავლელი, 1 მუსიკალური წრე და 4 ხელსაქმის ჯგუფი. მომავლის სახლში სულ 180 ბავშვი სწავლობს.
2022 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 59 200 ლარის სუბსიდია მიიღო, საიდანაც 54 840 ლარი ხელფასებზე მიდის. ორგანიზაციას შემოსავალი არ აქვს. დარჩენილი თანხა 4360 ლარი იხარჯება საკანცელარიო ნივთების, სხვა საქონლის შესაძენად, საოფისე ხარჯებზე. კომუნიკაციის ხარჯები 1500 ლარია.
კომუნალურებზე 560 ლარია გამოყოფილი, საიდანაც 80 ლარი ელექტროენერგიაზე, 480 ლარი გათბობაზე იხარჯება.
მომავლის სახლს 15 თანამშრომელი ჰყავს. დირექტორის ანაზღაურება 700 ლარია, ბუღალტერი 570 ლარს იღებს, საშტატო ცხრილის მიხედვით 10 კაცია „წრეების უფროსი“, 260 ლარს იღებენ, მუშაობს ორგანიზატორი, კინოდარბაზის სპეციალისტი, 250 ლარს იღებენ. დამლაგებელი – 200 ლარი.
კლუბის გაერთიანება
ბოლო ორი წლის განმავლობაში ახალქალაქის კულტურის სახლში არც ერთი წარმოდგენა არ ყოფილა. კლუბური გაერთიანების დირექტორის ალიკ ქსპოიანის თქმით, პანდემიამდე ისინი წელიწადში 2 სპექტაკლს დგამდნენ. ახლა კი „გოგონას საქმროს“ ახალ დადგმას ამზადებენ, სპექტაკლი მაშინ იქნება, როცა ამინდები გამოვა და დათბება. საბავშვო თეატრს 5 წელია არანაირი სპექტაკლი არ ჰქონია. ქართული თეატრი 4 წელია არ ფუნქციონირებს. ქსპოიანის თქმით, ქართულმა თეატრმა 5 წლის წინ მოკლე ვოდევილი აჩვენა.
2022 წლისთვის ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან იღებს სუბსიდიებს 180 900 ლარის ოდენობით, გაერთიანების ბიუჯეტში 8 000 ლარი საკუთარი შემოსავლიდან მოდის. ხელფასზე სუბსიდიიდან 172 080 ლარი მიდის, ხოლო შემოსავლიდან 3 000 ლარი, საქონელსა და მომსახურებაზე სუბსიდიიდან 8 820 ლარი, შემოსავლიდან 5 000 ლარი.
კლუბების გაერთიანებას, მერიის ინფორმაციით, 34 სოფელში აქვს კლუბები, თითოეულ მათგანს 1 თანამშრომელი ჰყავს.
კლუბის ასოციაციას 23 შტატი აქვს, პლუს 34 სოფლებში, სულ 57 შტატში. კლუბის ასოციაციის დირექტორი 1100 ლარს იღებს, ბუღალტერი – 570 ლარს, დირექტორის მოადგილე – 480 ლარს.
კლუბების ასოციაციაში საშტატო ცხრილის მიხედვით შემდეგი შტატებია, შემდეგი ხელფასით.
სომხური ანსამბლის «ბალეტმაისტერი»- 380 ლარი
ქართული ანსამბლის «ბალეტმაისტერი» – 380 ლარი
ქართული თეატრის რეჟისორი – 350 ლარი
ქართული თეატრის რეჟისორის ასისტენტი – 210 ლარი
ხალხური საკრავების ანსამბლის ხელმძღვანელი – 260 ლარი
სომური ხალხური თეატრის რეჟისორი – 350 ლარი
სომხური ხალხური თეატრის რეჟისორის ასისტენტი – 270 ლარი
თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი – 350 ლარი
თოჯინების თეატრის ხელმძღვანელის ასისტენტი – 220 ლარი
ჯგუფის ხელმძღვანელი – 250 ლარი
საბავშვო თეატრის ხელმძღვანელი – 250 ლარი
საბავშვო თეატრის ხელმძღვანელის თანაშემწე – 220 ლარი
მუსიკოსი, 3 კაცი – თითო 255 ლარი
ქორმაისტერი – 350 ლარი
ელექტრო ილუმინატორი – 300 ლარი
დამლაგებელი, 2 ადამიანი – 230 ლარი
სპორტული კომპლექსი
აქ ბავშვები უფასოდ დადიან სპორტის ორ სახეობაზე: კრივი და კიკბოქსინგი. სპორტულ კომპლექსს აქვს ფილიალები სოფლებში, სადაც მწვრთნელები ასწავლიან. ბევრი სექციაა. დირექტორის ატომ ელიზბარიანის თქმით, სექციები გადატვირთულია, თითოეულ სექციაში 25-ის ნაცვლად 40 ადამიანია. საერთო ჯამში სპორტულ კომპლექსში 400 ადამიანი ვარჯიშობს.
2022 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 226 800 ლარს იღებს, სპორტკომპლექსს შემოსავალი არ აქვს. თანამშრომელთა ანაზღაურებაზე გათვალისწინებულია 175 320 ლარი. საქონელსა და მომსახურებაზე 51 480 ლარი, მივლინებაზე 1250 ლარი, კომუნიკაციის ხარჯზე 720 ლარი, კომუნალურ ხარჯზე – 20 200 ლარი, აქედან ელექტროენერგიაზე 1600 ლარი და გაზზე 18 600 ლარი.
სპორტულ კომპლექსში 39 ადამიანია დასაქმებული. დირექტორი იღებს 1100 ლარს, დამსახურებული მწვრთნელი – 840 ლარს, რიგითი მწვრთნელი – 740 ლარს, სერტიფიცირებული 3 მწვრთნელია, თითო 46 ლარს იღებს, წამყვანი ტმწვრთნელია 2, შესაბამისად 360 ლარი.
ხელოვნების სკოლა
აქ ხელოვნების საფუძვლებს 40 ბავშვი სწავლობს, მათ შორის სოფლებიდან, სწავლის საფასური სიმბოლურია – თვეში 5 ლარი.
2022 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 69400 ლარს მიიღებს, სამხატვრო სკოლის საკუთარი შემოსავალი კი 2000 ლარია. კომუნიკაციის ხარჯები სკოლაში 846 ლარი. კომუნალურებზე – 5694 ლარი.
სამხატვრო სკოლა 1014 ლარის შემოსავლიდან ყიდულობს საკანცელარიო ნივთებს, ქაღალდს და სხვა ნივთებს და 522 ლარს ხარჯავს არაძვირადღირებულ ტექნიკაზე.
სამხატვრო სკოლაში 12 ადამიანია დასაქმებული, დირექტორის ხელფასი 700 ლარია. პედაგოგები – 7 ადამიანი თითო 410 ლარს იღებს.
სპორტული სკოლა
მოქმედებს 7 სპორტული სექცია: ფეხბურთი, მინი ფეხბურთი, ფრენბურთი, კარატე, რაგბი, თავისუფალი სტილით ჭიდაობა და მაგიდის ჩოგბურთი. სკოლაში სულ 285 ბავშვი სწავლობს.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან 205 400 ლარს იღებს, ხელფასებზე 155 240 ლარია გათვალისწინებული, კავშირგაბმულობის ხარჯზე – 720 ლარი, კომუნალურებზე 10 560 ლარი, საიდანაც 1000 ლარი ელექტროენერგიაზე იხარჯება, 9 560 ლარი გათბობაზე.
სპორტსკოლაში დასაქმებულია 40 ადამიანი, მათ შორის საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები. დირექტორის ხელფასი 750 ლარს შეადგენს. სპორტსკოლას საკუთარი შემოსავალი არ აქვს.
ბიბლიოთეკის ასოციაცია
მუშაობს სრულად სუბსიდიებზე. ასოციაციაში 31 ადამიანი მუშაობს, მათ შორის 17 სოფლის ბიბლიოთეკარები. ასოციაციის დირექტორი იღებს 700 ლარს, უფროსი ბიბლიოთეკარები – 4 კაცი, თითო 370 ლარს იღებას. სოფლის ბიბლიოთეკარები 210 ლარს იღებენ.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბიბლიოთეკების ასოციაცია იღებს 106 800 ლარს, საიდანაც 102 300 ლარი ხელფასებზე მიდის. ქონებისა და მომსახურებისთვის 4500 ლარია გამოყოფილი. კომუნიკაციისთვის 1400 ლარი, კომუნალურიდან დენი – 50 ლარი. გათბობისთვის თანხა არ არის გამოყოფილი.
აშუღის სკოლა
სკოლაში ამჟამად 6 მოსწავლეა. სკოლა სამწლიანია, წლეულს 1 კურსდამთავრებული იქნება.
სუბსიდია 27 700 ლარია. საკუთარი შემოსავალი – 6000 ლარი. სუბსიდიიდან 27 700 ლარი 7 თანამშრომლის ხელფასზე მიდის. შემოსავლიდან 140 ლარი ასევე ხელფასებზე მიდის. საქონელსა და მომსახურებაზე საკუთარი შემოსავლიდან 5860 ლარი გამოიყო.
დირექტორი იღებს 700 ლარს, მასწავლებელი – 210 ლარს.
მუსიკალური სკოლა
მუსიკალურ სკოლაში სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრას 158 ბავშვი სწავლობს. ანაზღაურებაც სიმბოლურია – წელიწადში 120 ლარი
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 162 800 ლარს იღებს, შემოსავალი 19 200 ლარს შეადგენს. სკოლა შემოსავლებიდან იხდის კომუნიკაციის ხარჯებს – 1400 ლარს, კომუნალურ ხარჯებს 6100 ლარს საკუთარი შემოსავლიდან, იქიდან 400 ლარს იხდის ელექტროენერგიაზე, 5700 ლარს უთმობს გათბობას, ასევე 4880 ლარს იხდის გათბობაზე სუბსიდიიდან. მუსიკალურ სკოლაში 30 ადამიანი მუშაობს. დირექტორის ხელფასი 1100 ლარია. მასწავლებლები თითო 465 ლარს იღებს.
ეთნოგრაფიული მუზეუმი
სუბსიდია 50400 ლარს შეადგენს, საკუთარი შემოსავალი 500 ლარი. შემოსავლის მთლიანი თანხა 500 ლარი მიდის საქონლისა და მომსახურების შეძენაზე. სუბსიდიებიდან 41 160 ლარი ხელფასებზე მიდის. საქონელსა და მომსახურებაზე 9240 ლარი მიდის. კომუნიკაციის ხარჯზე 1340 ლარი, კომუნალურებზე 5550 ლარი, საიდანაც ელექტროენერგიაზე 150 ლარი, გათბობაზე კი 5400 ლარია გადახდილი.
მუზეუმში დასაქმებულია 9 ადამიანი, მათ შორის დამლაგებელი ქალბატონი და მიწოდების მენეჯერი. დირექტორის ხელფასი 700 ლარია, დანარჩენი თანამშრომლები 240-დან 320 ლარამდე.
ჭადრაკის სკოლა
ჭადრაკის სკოლაში 75 ბავშვი სწავლობს
სრულად სუბსიდიებზე. ბიუჯეტი 43 900 ლარს შეადგენს. აქედან 36 240 ხელფასებზე მიდის. მივლინებისთვის 300 ლარი, საქონლისა და მომსახურებისთვის 5660 ლარი.
კომუნიკაციის ხარჯზე 840 ლარი გამოიყო, კომუნალურ ხარჯებზე 3 270 ლარი, საიდანაც 360 ლარი ელექტროენერგიაზე მიდის, ხოლო გათბობაზე 2 910 ლარი. ჭადრაკის სკოლაში დასაქმებულია 6 ადამიანი, დირექტორი, ბუღალტერი და 4 მწვრთნელი.
დირექტორის ხელფასი 750 ლარია, მწვრთნელების 470 და 380 ლარი.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი
იღებს სუბსიდიას 253 200 ლარის ოდენობით, ორგანიზაციას საკუთარი შემოსავალი არ აქვს. აქედან 233 280 ხელფასზე მოდის, 19 920 საქონელსა და მომსახურებაზე. მივლინებებზე 2000 ლარი. კომუნიკაციის ხარჯებისთვის 1600 ლარია გამოყოფილი. 6000 ლარი კომუნალურებზე, რომელიც გამოიყენება გათბობისთვის.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში 23 ადამიანი მუშაობს, დირექტორის ანაზღაურება 1380 ლარია, ბუღალტერის 870 ლარი, სპეციალისტები 580-დან 870 ლარამდე იღებენ.
საბავშვო ბაღების ასოციაცია
ქალაქ ახალქალაქისა და სოფლების საბავშვო ბაღებში 1100-მდე ბავშვი უფასოდ დადის.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 865 000 ლარია გამოყოფილი, საიდანაც 1 254 690 ლარი თანამშრომელთა ხელფასებზე იხარჯება. საოფისე ხარჯები შეადგენს 114 745 ლარს. ბიულეტენებისთვის 10 000 ლარია გამოყოფილი. საქონელსა და მომსახურებაზე 571 310 ლარი, მივლინება – 400 ლარი. კომუნიკაციის ხარჯებისთვის 7070 ლარია გამოყოფილი.
ბავშვთა კვებაზე 404 498 ლარია გამოყოფილი. კომუნალური გადასახადები – 97 875 ლარი, საიდანაც 16 000 ლარს იხდიან დენის გადასახადში, 975 ლარს- წყლის, 80 000 ლარს- გაზის.
ასოციაციაში 11 ადამიანია დასაქმებული, დირექტორის ხელფასი 1500 ლარია, დეპუტატი 900 ლარს იღებს, სტატისტიკოსი 580 ლარს, მეთოდოლოგი 450 ლარს, ლოგოპედი და ფსიქოლოგი თითო 350 ლარს.
13 საბავშვო ბაღში საშტატო ცხრილის მიხედვით 18,5 შტატია. 13-ვე ბაღის დირექტორთა ხელფასი 820 ლარია, გარდა მე-2 საბავშვო ბაღისა, სადაც დირექტორის ხელფასი 790 ლარია. აღმზრდელები 600 ლარს იღებენ, ძიძები 410 ლარს.
სამ ალტერნატიულ საბავშვო ბაღში 2 აღმზრდელია, ისინი 400 ლარს იღებენ და თითო ძიძას ხელფასი 230 ლარია.
საბავშვო ბაღებში 4 მომუშავეც ჰყავთ ხელშეკრულებით, მათი ხელფასი 240 ლარია.
ახალქალაქის სერვისცენტრი
2022 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 019 700 ლარს იღებს. ცენტრში არის 5 სერვისი. სერვის ცენტრი იურიდიული ორგანიზაციებიდან ხელშეკრულებით ნაგვის დასუფთავების შემოსავალს იღებს. შემოსავლის ოდენობა განსხვავებულია, იხდიან მაღაზიები, სარიტუალო სახლები, საბაჟოები, ჰიდროელექტროსადგურები, სამხედრო ბაზა და სხვა. შარშან ეს თანხა დაახლოებით 75 000 ლარი იყო, რომელიც ორგანიზაციის სხვადასხვა საჭიროებებზე დაიხარჯა. ხოლო ფიზიკური პირების გადასახადებიდან მიღებული შემოსავალი მერიის ანგარიშზე მიდის.
სერვისცენტრის დირექტორი 1950 ლარს იღებს, ყველა სამსახურის უფროსი 1030 ლარს. 8 მძღოლი 800 და 860 ლარს იღებს, 22 დამლაგებელი 860 ლარს.
„სანოჩისტკას“ სერვისზე 825 900 ლარია გამოყოფილი. სუბსიდიიდან ხელფასებზე 550 440 ლარი მიდის, საქონელსა და მომსახურებაზე 275 460 ლარი, მივლინებებზე 170 ლარი, საოფისე ხარჯზე 8 350 ლარი. კომუნიკაციის ხარჯზე 2800 ლარი, კომუნალურ ხარჯებზე 3850 ლარი, საიდანაც ელექტროენერგიაზე 350 ლარი, გათბობაზე 3500 ლარი. სერვისში 53 ადამიანია დასაქმებული.
განათების სერვისზე სუბსიდიიდან 107 900 ლარი გამოიყო, ხელფასზე 44 280 ლარი, საქონელსა და მომსახურებაზე 63 620 ლარი. ამ სერვისში დასაქმებულია 5 ადამიანი.
წყალმომარაგების სერვისი 34 400 ლარს იღებს, 29 160 ლარი ხელფასებზე მიდის, 5 240 საქონელსა და მომსახურებაზე იხარჯება. სერვისში დასაქმებულია 3 ადამიანი. სპეციალისტები 700 ლარს იღებენ.
გამწვანების სამსახური 51 500 ლარს იღებს, რომლის ხელფასი 44 280 ლარს შეადგენს. საქონელსა და მომსახურებაზე 7220 ლარია გამოყოფილი. სერვისში დასაქმებულია 4 ადამიანი. სპეციალისტის ხელფასი 940 ლარი, მუშები 860 ლარი.
13-ვე ორგანიზაციის წყლის თანხას იხდის მუნიციპალიტეტი, მხოლოდ საბავშვო ბაღების ასოციაცია იხდის წყლის საფასურს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი 14 ორგანიზაციიდან უმეტესობა 8 ორგანიზაცია არ არის მომგებიანი, ექვსს კი შემოსავალი აქვს, თუმცა მცირეა, მაგრამ სუბსიდირების გარეშე ეს ორგანიზაციები ვერ მუშაობენ.