ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები მუშაობას 7 აგვისტოდან განაახლებს. 1 ივლისიდან როგორც ქალაქში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში საბავშვო ბაღები ისვენებდნენ, მორიგეობით მხოლოდ ქალაქის N2 საბავშვო ბაღი მუშაობდა.
მშობლებს შორის გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღები 1 აგვისტოდან დაიწყებენ მუშაობას, თუმცა ეს ასე არ არის.
„3 აგვისტომდე აქვთ შვებულება. მუშაობას 7 აგვისტოდან განვაახლებთ, რადგან 4 აგვისტოს საბავშვო ბაღებმა უნდა მიიღონ საკვები, თანამშრომლებმა კი ბაღები უნდა დაალაგონ, ორშაბათიდან უკვე მივიღებთ ბავშვებს“, – თქვა ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა ანაჰიტ ასატურიანმა.
N2 საბავშვო ბაღი, რომელიც მორიგეობით მუშაობდა, როცა სხვა სკოლამდელი დაწესებულებები შვებულებაში იყვნენ, ორშაბათიდან არდადეგებზე გადის.