დონარა ანთანოსიანი პირველი სტუდენტია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიიდან, რომელიც უნივერსიტეტში ეთნიკური უმცირესობების «1+4» პროგრამის გარეშე ჩააბარა. დაამთავრა სოფლის №1 საჯარო სკოლა და სამი გამოცდის ჩაბარების შემდეგ, ყველა ეთნიკურად ქართველთან თანაბარ პირობებში, პირველ კურსზე ჩააბარა. ის ახლა მეორე კურსის სტუდენტია.
დონარას საქართველოში სწავლის გაგრძელება თავიდანვე უნდოდა, მაგრამ სწავლის დამთავრებამდე არ უფიქრია, რომ «1+4» პროგრამის გარეშე უნივერსიტეტში ჩაბარებას შეძლებდა. წლების განმავლობაში, როდესაც მათ სკოლაში ქართული ენის სწავლება მაღალ დონეზე ავიდა და ამავდროულად მიხვდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო ენის შესწავლა, მან უფრო უკეთესად დაიწყო სწავლა და სკოლის დამთავრების შემდეგ, როგორც თვითონ ამბობს, სარისკო ნაბიჯი გადადგა.
„ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ინგლისურის გამოცდები ჩავაბარე. პირველი პასუხი ქართულ ენის საგანში მივიღე, როცა დავინახე, რომ ჩავაბარე, ვთქვი მორჩა, უკვე პირველკურსელი ვარ“, – ამბობს დონარა.
მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებლად სპეციალურ მეცადინეობებზე არ დადიოდა არც ქართულში, არც ინგლისურში და არც მათემატიკაში.
პარალელურად მან «1+4» პროგრამაზე მისაღები ზოგადი უნარების გამოცდაც ჩააბარა. ორივე შემთხვევაში წარმატებით და უფასოდ ჩააბარა. «1+4» პროგრამის მიხედვით მან 100%-იანი უფასო განათლება მიიღო, ჩვეული წესით – ფასიანი, მაგრამ რადგან ნინოწმინდა მაღალმთიანად ითვლება, ამ სტატუსის შესაბამისად, აქაც 100%-იანი გრანტი მიიღო.
საერთოდ “1+4” პროგრამას აფასებს ძალიან დადებითად, ფიქრობს, რომ ძალიან კარგი შესაძლებლობაა არაქართულენოვან ბავშვებისთვის, იმისათვის, რომ თავიანთ ქვეყანში ისწავლონ და იმუშაონ.
დონარას არ უყვარს სირთულეებზე საუბარი, მაგრამ აღნიშნავს:
„ნებისმიერი სომეხი სტუდენტისთვის არსებობს სირთულეები, არა აქვს მნიშვნელობა მოსამზადებელი კურსზეა საუბარი თუ პირველზე. პირველი წელი მითუმეტეს რთული იყო, რადგან ჩემს ჯგუფში სომეხი სტუდენტები არ იყვნენ, ყველა ქართველი იყო, მათთან ვურთიერთობდი, ვუხსნიდი, რომ ჩვენი სკოლა სომხური იყო, გამოცდა მათსავით ჩავაბარე. მოგვიანებით თანდათან შევეჩვიე”,- ამბობს ის.
სირთულეების გავლის შემდეგ, ჩვენი გმირი უკვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია.
დონარა ამბობს, რომ მისი სკოლა სტუდენტებს სთავაზობს უამრავ პროგრამას ქართული ენის შესასწავლად, ტრენინგებს, ბანაკებს და სხვა. სწორედ აქედან გაუჩნდა სიყვარული ქართული ენის მიმართ. მისი სკოლაში უკვე ბევრი ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელია, რომლებიც უმაღლესი განათლება მიიღეს თბილისში და დაბრუნდნენ თავიანთ სოფელში, და თავიანთ სკოლაში ქართული ენას ასწავლიან.
„ქართული ენისადმი დიდი სიყვარული არ მქონდა, მაგრამ მე-8 კლასში დავიწყე სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობა და გადავწყვიტე, რომ ქართული ენა ძალიან მჭირდებოდა“, – აღნიშნავს დონარა.
ის ხვდება, რომ სწავლის შემდეგ სოფელში სამსახურის შოვნა გაუჭირდება, მაგრამ ჯერ არ გადაუწყვეტია დედაქალაქში დარჩება თუ არა. ამასთან, ის ხაზს უსვამს, რომ მის რეგიონს კარგი სპეციალისტები სჭირდება.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტუდენტები დაბრუნდნენ, იქნება ეს ჩვენი სოფელი თუ რაიონი, კარგი სპეციალისტებია საჭირო ჩვენი რაიონის გასავითარებლად. მაგრამ ყველა საკუთარ არჩევანს აკეთებს“, – ამატებს ის.
დონარა თვლის, რომ მისმა ნაბიჯმა დააინტერესა სხვა სტუდენტები, რადგან ისინი უამრავ კითხვას სვამენ, ის ყველას ეხმარება და დიდი სიყვარულით უხსნის. ის ასევე ამზადებს თავის უმცროს დას პირდაპირ პირველ კურსზე ჩასაბარებლად.
ჩვენი გმირი ამჟამად საუბრობს 4 ენაზე: სომხურ, ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. გარდა პროფესიისა, ენების სწავლაც უყვარს, რადგან სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ქვეყანაში საგანმანათლებლო პროგრამებში.
აქტიური სტუდენტობა აქვს, სწავლასთან პარალელურად მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ტრეინინგებზე.
ის ხაზს უსვამს შრომისმოყვარეობისა და მიზნების მიღწევის მონდომების მნიშვნელობას. თავადაც ამ ლოზუნგით ხელმძღვანელობს.