საქართველოს დამდეგ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს შედგება, “ქართულმა ოცნებამ” სუმბათ კიურეღიანი ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში, პროპორციული სიების კანდიდატის სახით წარადგინა.
“სახელმწიფოს ჩემი იმედი ჰქონდა და მე უარი არ ვთქვი. ჩვენ ბევრი სოციალური პრობლემა გვაქვს. გარდა ამისა, დაინტერესებული ვარ მოქალაქეობის საკითხით. ვთვლი, რომ სამინისტროს, მოქალაქეობის მიღებას და ჩვენთვის შეღავათის გაკეთება არ უნდა ვთხოვდეთ. ჩვენ კონსტიტუციის შეცვლა გვჭირდება, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა და ორმაგი მოქალაქეობის მიღებაში ცვლილებების შეტანა გვჭირდება.
მე სიაში 37-ე ნომერი ვარ. პარლამენტში მოხვედრის შანსებს ვაფასებ, როგორც საკმაოდ შესაძლებელს. 7 წელი საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, იგივე თანამდებობაზე 3-ჯერ ამირჩიეს, მე ერთ-ერთი გრძელვადიანი ხელმძღვანელი ვარ”,- საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე კომენტარს უკეთებს სუმბათ კიურეღიანი.
სუმბათი 1968 წლის 8 მარტს დაიბადა, 1992 წელს სომხური სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი დაამთავრა. სამეცნიერო აგრონომის სპეციალობა აქვს. დაოჯახებულია, ჰყავს სამი შვილი.