თბილისში, მეტრო „ვარკეთილთან“ მამაკაცმა მეგობარი ყელის არეში დაჭრა და გაიქცა. დაჭრილი მამაკაცი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.