ახალქალაქში უპატრონო ძაღლების პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზები განიხილეს

19 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც ახალქალაქის მუნიციპალიტეტში უპატრონო ძაღლების საკითხი განიხილეს.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილით მიმართა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მოიძიონ მაწანწალა ძაღლებთან დაკავშირებული პრობლემების ეფექტური გზები. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მწვანე გზაჯვარედინმა“, „ღია საზღვრებმა“, „ახალქალაქის ბიზნეს ცენტრმა“, „მომავლის კორპუსმა“, „მოზრდილთა განათლების ცენტრნა“, „ახალქალაქის განვითარების ჯგუფმა (LAG)“ მიმართეს.

ახალქალაქში მაწანწალა ძაღლების თავდასხმის პრობლემამ წელს სერიოზული ხასიათი მიიღო, არაერთი თავდასხმა დაფიქსირდა ადამიანებზე, მათ შორის ბავშვებზე. 2023 წლის ექვს თვეში ძაღლები 74-ჯერ დაესხნენ თავს ადამიანებს, აღვნიშნავთ, რომ გასულ წელს მთელი წლის განმავლობაში სულ რაღაც 10-ჯერ მეტი თავდასხმა მოხდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე გზაჯვარედინის” თავმჯდომარემ, Jnews-ის ჟურნალისტმა კრისტინა მარაბიანმა პრობლემა ციფრებში წარმოადგინა, რაც მიუთითებს უპატრონო ძაღლების საკითხზე არსებული სისტემის არაეფექტურობაზე (დაჭერა, სტერილიზაცია), ასევე წარმოადგინა ამ პრობლემის გადაჭრის გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის აშშ-ში, ევროპაში. კერძოდ, მან უფრო დეტალურად ისაუბრა ესტონეთის გამოცდილებაზე, სადაც 30 წლის წინ ისეთი ვითარება იყო, როგორიც საქართველოშია.

ამგვარად, ინფორმაციის თანახმად, რომელიც ჟურნალისტმა მის მასალაში“დამნაშავეები დანაშაულის გარეშე – ახალქალაქის მაწანწალა ძაღლები“ < /a> გამოიკვლია, ესტონეთის მუნიციპალიტეტები ფინანსურად უჭერენ მხარს ცხოველთა მოვლას თავშესაფარში პირველი 14 დღის განმავლობაში. ესტონური არასამთავრობო ორგანიზაცია Varjupaikade MTÜ, რომელიც სპეციალიზირებულია თავშესაფრებში ცხოველთა დახმარებაში, მე-15 დღიდან ზრუნავს ცხოველებზე და ინახავს მათ მხოლოდ ესტონელთა შემოწირულობების წყალობით. თავშესაფარს საშუალოდ სამი თვე სჭირდება, რომ ცხოველებისთვის ახალი სახლი იპოვოს.

ახალქალაქში მაწანწალა ძაღლების პრობლემის შესაძლო გადაწყვეტა იყო
ცხოველებისთვის პატარა თავშესაფრების მოწყობა, ასევე ჯარიმები იმ ადამიანებისთვის, ვინც შინაურ ცხოველებს ქუჩაში აგდებს. ასევე განიხილებოდა იმ ადამიანებისთვის მომსახურების საფასურის გადახდა, რომლებიც ძაღლების მხრიდან თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ.

„ჩვენ გვაქვს თავშესაფრები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ ძირითადად დიდ ქალაქებში. არსებობს მოსაზრება, რომ თავშესაფრების მშენებლობა დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. საქმე იმაშია, რომ არა მხოლოდ თავშესაფრის დაარსებაა დაკავშირებული დიდ ფინანსებთან, არამედ ცხოველების შენახვაც. გარდა ამისა, ძაღლების დიდ ქალაქებში გადაყვანაა პრობლემა. ჩვენ არ ვიცით, რამდენად რეალურად იღებენ ეს ძაღლები დახმარებას, სტერილიზაცია უტარდებათ თუ არა. რადგან არავითარი კონტროლი არ არსებობს“, – ამბობს კრისტინა მარაბიანი.

არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან პრობლემის მოგვარების ხედვის წარდგენის შემდეგ, შეხვედრაზე დამსწრე საკრებულოს დეპუტატებმა და მერიის თანამშრომლებმა შეკითხვები და შემოთავაზებები გამოთქვეს. საკითხის განხილვის შედეგად გამოითქვა სხვადასხვა თვალსაზრისი, თუმცა ამ პრობლემის გადაწყვეტა, განხილვების მიხედვით, საკრებულოს პრიორიტეტებშია.

„ვფიქრობ, თავიდან რთული იქნება და შესაძლებელი იქნება ძაღლების აყვანა და ეს მეთოდი, დიდი ალბათობით, შესაძლებელს გახდის მაწანწალა ძაღლების რაოდენობის კონტროლს. ხოლო ვისაც ძაღლები ჰყავთ, ეცოდინებათ, რომ მათ აქვთ პასუხისმგებლობა კანონის წინაშე, რადგან უკვე გაირკვევა ვის ჰყავს ესა თუ ის ძაღლი. სადაც გინდათ იკითხეთ, ყველგან, საქართველოში ნომერ პირველ პრობლემად მაწანწალა ძაღლებს აღნიშნავენ. ჩვენ შეიძლება ვფიქრობთ, რომ ეს პატარა პრობლემაა, მაგრამ მოსახლეობისთვის უსაფრთხოების პრობლემის მოგვარება შეიძლება იყოს ასფალტზე უფრო მნიშვნელოვანი“, – სიტყვით გამოსვლისას თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა.

პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზად ახალქალაქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნა შემდეგი:

· მაწანწალა ძაღლებისთვის თავშესაფრის მშენებლობა და საკითხის შემდგომი გადაწყვეტა (განიხილება 30-50 ადგილიანი თავშესაფრის ვარიანტი).

საკითხის მოგვარების შემთხვევაში, საზოგადოების ინფორმირება, რომ ძაღლების პატრონებმა, თუ არ სურთ ლეკვების დატოვება, უნდა აცნობონ მუნიციპალიტეტს, რათა თავშესაფრებში ჩაბარება შეძლონ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ჯარიმები ალიკაპის გარეშე ძაღლების პატრონებს
ასევე შესაძლებელია ესტონური მეთოდის გამოყენება, რომელიც გულისხმობს მაწანწალა ძაღლის ჰუმანური ხერხით მიძინებას, თუ ძაღლისთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში პატრონი ვერ მოიძებნება.

ბიურომ პრობლემის შემდგომი ერთობლივი გადაწყვეტის მიზნით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო კომისრის ადმინისტრაციისთვის შესაბამისი წერილის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.