დღეს იატაკის საფარის ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებებიდან, ვინილის იატაკი უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანია. ვინილი კონკურენციას უწევს ისეთ კარგად ცნობილ მასალებს, როგორიცაა კერამიკული ფილა, ხე, პარკეტი და ლამინირებული იატაკი. მიღწეული პოპულარობისა და გაყიდვების წლიდან წლამდე ზრდის მიზეზი კი მრავალია, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ვინილის იატაკის დიზაინის მრავალფეროვნება, მაღალი ხარისხი და მის უპირატესობებთან შედარებით, ხელმისაწვდომი ფასია. უფრო ზუსტად კი, ვინილის იატაკის უპირატესობებს, სწორედ ამ სტატიაში გაგაცნობთ:

კომფორტი და აკუსტიკა

როდესაც საქმე ვინილის იატაკს ეხება, შეგიძლიათ არც კი ინერვიულოთ იმაზე, თუ როგორი კლიმატია თქვენს საცხოვრებელ ქალაქში. ვინაიდან, ვინილი თითქმის ყველა საკლიმატო სარტყელში იდეალურად ასრულებს თავის მოვალეობას. ზამთრის ცივ და სუსხიან პერიოდში, იატაკი სითბოს მარტივად შეინარჩუნებს, ხოლო ზაფხულის ცხელ ამინდებში – სიგრილეს. შესაბამისად, ვინილი საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც წელიწადის ოთხივე სეზონს ხვდება.

გარდა ამ კომფორტისა, იგი ასევე ძალიან გამოსადეგი მასალაა მათთვის, ვისაც ყოველდღიურობის გატარება ხმაურსა და ქაოსში უწევს. იქნება ეს ბავშვების თამაშითა და ცელქობით გამოწვეული ხმა, თუ დატვირთული სამუშაო დღე ოფისში – ნებისმიერ შემთხვევაში, ვინილის იატაკი ხმის მინიმალურ არეკვლას გთავაზობთ, რაც საბოლოოდ, სასიამოვნო აკუსტიკის შენარჩუნებაში გეხმარებათ.

მარტივი მოვლა

თუ თქვენი სახლისთვის ვინილის იატაკს აირჩევთ, შეგიძლიათ დაივიწყოთ სახლის მოვლის პროდუქტების გაუთავებელი ძიება, რათა იდეალურ ვარიანტს მიაგნოთ. ვინილის იატაკი იწმინდება უმარტივესად, თუნდაც მხოლოდ წყლითა და იატაკის საწმენდი მოწყობილობის გამოყენებით. იქიდან გამომდინარე, რომ იგი შესანიშნავად იტანს მტვერსა და ჭუჭყს, სახლის მეპატრონეები, ვინც არჩევანი ვინილზე შეაჩერა, ხშირად, იმასაც კი ამბობენ, რომ სისუფთავის შესანარჩუნებლად, ოთახების კვირაში მხოლოდ ერთხელ მოწმენდაც საკმარისია.

გამძლეობა და ხელმისაწვდომობა

ვინილის იატაკი, როგორც წესი, მასალის 5 ფენის გამოყენებით მზადდება, რომელსაც ერთიან კონსისტენციას ტემპერატურა და წნევა აძლევს. სწორედ ამ ტექნიკის დამსახურებით, ვინილი ერთ-ერთი ყველაზე გამძლე იატაკის საფარია, რადგან მას შეუძლია ბევრ სხვადასხვა გარემო-პირობასა და ზემოქმედებას გაუძლოს. მათ შორის, ვინილი კარგად იტანს ნესტსა და წყალს, ამიტომ ამ მასალის გამოყენება თამამად შეგიძლიათ სამზარეულოშიც და სხვა ისეთ ადგილებში, სადაც იატაკის საფარის დანესტიანებისა და დასველების დიდი შანსია. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ვინილის იატაკი არ იტოვებს ლაქებს, ძალიან რთულია მისი ამოტეხა და დაკაწვრა.

გარდა გამძლეობისა, იმ დადებით თვისებებსა და უპირატესობებთან შედარებით, რასაც ვინილის იატაკი გვთავაზობს, შეიძლება ითქვას, რომ ფასის მხრივ, იგი საგრძნობლად ხელმისაწვდომიც კია.

ვიზუალური ესთეტიკა

ხის იატაკი და განსაკუთრებით, პარკეტი, ცნობილია იმით, რომ მას შეუძლია ნებისმიერი დიზაინის, ფართობის, ფერისა და განწყობის ოთახს უზადო ელეგანტურობა მიანიჭოს. თუმცა, მას შემდეგ, რაც სამშენებლო და სარემონტო ინდუსტრიას ვინილის იატაკიც შეუერთდა, ზუსტად იმავე ეფექტის მიღება მისი გამოყენებითაც შესაძლებელი გახდა. შესაბამისად, მათთვის, ვისაც სურს, რომ შედარებით ხელმისაწვდომ ფასად მიიღოს ის ეფექტი, რასაც ძვირადღირებული ხის იატაკი მისცემდა, ვინილი ნომერ პირველ და შეუცვლელ ალტერნატივად იქცა.

დიზაინის მრავალფეროვნება

მათთვის, ვისთვისაც გარდა მაღალი ხარისხისა და გამძლეობისა, დიზაინის კუთხით არჩევანის მრავალფეროვნებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინილი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მასალა ხდება. ვინილის იატაკი გვთავაზობს წარმოუდგენელ სიმრავლეს ფერის, დიზაინის ნიმუშისა და იერსახის კუთხით. მას მარტივად შეუძლია ჩაანაცვლოს პარკეტი, მყარი ხის იატაკი, ბეტონი, მარმარილო კვარცი და სხვა.

სად შევიძინო ვინილის იატაკი?

ვინილის იატაკის პოპულარობის ზრდასთან ერთად, მისი შეძენა საკმაოდ ხელმისაწვდომი გახდა საქართველოშიც. თუმცა, მიუხედავად ამისა, როცა მაღალი ხარისხის მასალის შეძენა გვსურს, მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ როგორც მწარმოებელი კომპანიის სანდოობასა და იმიჯს, ასევე შემომტანსაც, რათა მაქსიმალურად დავიზღვიოთ თავი იმედგაცრუებისაგან. სწორედ ამიტომ, “გალერეა დემასი”, რომელიც საქართველოს ბაზარზე უკვე მრავალი წელია პრემიუმ ხარისხს ამკვიდრებს, ვინილის იატაკის საიმედო და მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. დემასის ფილიალებში ბელგიური წარმოების ვინილის იატაკს შეხვდებით. უფრო ზუსტად, შესაძლებლობა გაქვთ შეიძინოთ ისეთი ცნობილი და პოპულარული ბრენდის ნიმუშები, როგორიცაა Moduleo. რაც მთავარია, ხელმისაწვდომი ვარიანტების დათვალიერება შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდის საშუალებითაც.