USAID მხარს უჭერს მედიის ხარისხის გაუმჯობესებას, მედიის წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერებასა და მედია სფეროში ინოვაციების ხელშეწყობას, ამის შესახებ საბრობს ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი ქრისტინე მარაბიანი.<

“USAID აქტიურად მხარს უჭერს ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. USAID-ის მიერ ინიცირებულ და მხარდაჭერილ სხვადასხვა პროექტში მიმიღია მონაწილეობა, რამაც საშუალება მომცა განმევითარებინა პროფესიული უნარ-ჩვევები, კარიერა , ახალი ცოდნა შემეძინა და ეს ყველაფერი ჩემს საქმიანობაში გამომეყენებინა“, – ამბობს ქრისტინე.

ქრისტინე მარაბიანი 15 წლიანი გამოცდილებით ჯურნალისტია ეთნიკური სომხებით დასახლებულ რეგიონში, ჯავახეთში. ქრისტინე წერს ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა: კონფლიქტები, პოლიტიკა, ეკოლოგია, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, დისკრიმინაცია ეთნიკური, გენდერული და რელიგიური ნიშნით.

ქრისტინე „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“ კონკურსის 2018 წლის გამარჯვებულია, კონკურსის მიზანია გამოავლინოს ის ჟურნალისტები, რომლებიც რეგულარულად და კომპეტენტურად აშუქებენ სამოქალაქო საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს, განვითარების შესაძლებლობებს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას. ამასთანავე, ქრისტინა წარდგენილი იყო კონკურსზე „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2018“.

საკუთარი გამოცდილებისა და რეგიუნის პრობლემების შესახებ მისი ცოდნის გათვალისწინებით, 2018 წელსვე ქრისტინემ არასამთავრობო ორგანიზაცია „Green Crossing” დაარსა, რომელიც იჯახური ძალადობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობს.

„ემი აზრით, ნამდვილი მეგობრები არიან ისინი, ვინც საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს იზიარებენ. მეგობრობა ნიშნავს მხარდაჭერას, USAID-ის მხარდაჭერაც ასეთივე მეგობრულია, რომელიც იმედს და დახმარებას გულისხმობს, მაშინ, როცა გრძნობ მის საჭიროებას“.