“ფიფლ ინ ნიდ“-მა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახალქალაქში მედიაწიგნიერების პროექტი დაიწყო, რომლის მიზანია ახალგაზრდებში გაიზარდოს მედია წიგნიერების უნარები და კრიტიკული აზროვნება, რათა მათ შეძლონ აქტიურად შეუწყონ ხელი საკუთარ თემში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
პროექტის „მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი საზოგადოებისთვის საქართველოში“ ფარგლებში შეირჩევა 15-20 წლის 23 ახალგაზრდა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მედია წიგნიერებით, ადამიანის უფლებებით, არაფორმალური განათლებით და აქტიურ მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხებით და ჩატარდება მედიაწიგნიერების ვორკშოპები. ადგილზე პროექტს ახორციელებს ააიპ “წინ ახალი შესაძლებლობებისკენ”.
✅ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ცოდნა და განავითარონ ისეთი უნარები, რომლებიც მათ დაეხმარებათ ერთმანეთისგან გაარჩიონ დეზინფორმაცია, მცდარი და დამაზიანებელი ინფორმაცია, გადაამოწმონ წყაროს სანდოობა და მანიპულაციური ვიზუალი.
✅ პროგრამა ითვალისწინებს ადამიანის უფლებების და მედიაწიგნიერების სწავლებას დოკუმენტური ფილმების მეშვეობით. ეს მეთოდოლოგია იმითაა უნიკალური, რომ ახალგაზრდებს უვითარებს კრიტიკული აზროვნებისა და მსჯელობის უნარს, ხელს უწყობს მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა თემაზე. ფილმების ჩვენების შემდეგ გაიმართება განხილვა, დისკუსია.
🔷 ვორკშოპები დაიწყება 15 ივლისს, დასრულების შემდეგ კი გაიცემა სერთიფიკატი.
👉 ვორკშოპებზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/SzZmrX6gjTxhYqu5A ან დაგვიკავშირდნენ ნომერზე: Tel: (+995) 571 21 12 37
🔊 განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 12 ივლისი.