შპს “ეს ჯი გაზ კომპანი” აცხადებს ვაკანსიას მთავარი ინჟინრის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

• პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება
• პროექტების ხარჯთაღრიცხვის მომზადება
• ახალი ტექნოლოგიების შესწავლა და მათ დანერგვაში მონაწილეობა
• სამუშაოს შინაარსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი ტექნიკური განათლება
• სასურველია ინჟინრის / დამპროექტებლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
• ქართული, რუსული და სომხური ენების ცონდა
• AutoCAD-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
• საოფისე პროგრამების ცოდნა – განსაკუთრებით MS Excel

სამუშაო პირობები:

• მეგობრული გუნდი
• სამუშაო გრაფიკი 5/2
• კარგი ანაზღაურება ზრდის პერსპექტივით.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, დატოვოთ თქვენი რეზიუმე 1 სექტემბრამდე კომპანიის ოფისში (ქ. ახალქალაქი, თავისუფლების ქ. № 100).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს “ეს ჯი გაზ კომპანი“-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.