საქართველო საოცარი ქვეყანაა, რომელიც იზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან არა მხოლოდ თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა და ისტორიული ღირშესანიშნაობებით, არამედ პეიზაჟების უნიკალური მრავალფეროვნებით, შავი ზღვის სანაპიროდან კავკასიონის მთებამდე.

საქართველოს საზღვაო, სათხილამურო და ბალნეოლოგიურ ქალაქებს ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნიათ, ხოლო უდიდესი კულტურულ-ისტორიული ცენტრი, თბილისი, ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიონ ტურისტს მასპინძლობს.

საქართველოს რომელი ქალაქები ითვლება ტურისტულად?

საქართველოს მთავარი ტურისტული მიმართულებები ტრადიციულად უძველესი თბილისია, რომელიც ცნობილია თავისი ისტორიული ღირშესანიშნაობებითა და ტაძრებით, და ქვეყნის მთავარი კურორტი – ბათუმი ფართო კენჭოვანი პლაჟებითა და გართობის მრავალფეროვანი არჩევანით.

ზღვისპირა ქალაქები გონიო, ქობულეთი, კვარიათი და ჩაქვი ზრდის ტურისტულ მიმზიდველობას. დაბალი ფასები უძრავი ქონების შეძენასა და გაქირავებაზე ზრდის ამ ქალაქების მიმართ უცხოელი ტურისტებისა და ინვესტორების ინტერესს.

საქართველოს მაღალმთიანი კურორტები – გუდაური, ბაკურიანი ტურისტების ყურადღებას იპყრობს უსაფრთხო სათხილამურო ტრასებითა და მომსახურების ევროპული დონით.

ბორჯომის ბალნეოლოგიური კურორტები ათწლეულების განმავლობაში პოპულარული იყო ტურისტებში სამკურნალო მინერალური წყლითა და გოგირდის აბანოებით.

რამდენად განსხვავდება უძრავი ქონების ღირებულება ტურისტულ ქალაქში?

ცხრილში მოცემულია საქართველოში უძრავი ქონების ფასების ცვლილების დინამიკა 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის პერიოდში:

 

 

ქალაქები საშუალო ღირებულება ზაფხულში
(USD)
საშუალო ღირებულება გაზაფხულზე (USD) ცვლილება გაზაფხული/ზაფხული (USD)
თბილისი 901,6 854,6 46,9
ბათუმი 859,6 775,3 84,3
ბაკურიანი 1123,6 1080 43,6
ზუგდიდი 695,3 618 77,3
ქუთაისი 568 528 40
გუდაური 1423 1419,6 3,33
რუსთავი 521,6 498,6 22,9
ჩაქვი 1196 1186,6 9,33
მახინჯაური 832,7 886,3 –         53,6

კვლევის თანახმად, საქართველოში უძრავი ქონების ფასები ტურისტულ და არატურისტულ ქალაქებში დივერსიფიცირებულია.

ყველაზე მაღალი ღირებულება შეინიშნება განვითარებად პერსპექტიულ ტურისტულ ქალაქებში – კურორტებზე გონიო, ჩაქვი, კვარიათი, ქობულეთი და სათხილამურო კურორტებზე გუდაური და ბაკურიანი. ბათუმსა და თბილისში ახალ მშენებარე პროექტებზე მოთხოვნა და ფასები მუდმივად მაღალი რჩება მთელი წლის განმავლობაში. ტურისტულ ქალაქებში უძრავი ქონების ფასები ზრდის ტენდენცია დამოკლიდებულია მიგრანტების რაოდენობის ზრდასა და უცხოელებისთვის მარტივი შესყიდვის პროცედურის გამო.

ღირს თუ არა ბათუმსა და თბილისში უძრავი ქონების ფასების კლების ლოდინი, როგორი ფასებია ამჟამად?

თბილისი და ბათუმი უძრავი ქონების ინვესტიციებისთვის ყველაზე პოპულარული ქალაქებია საქართველოში. ზაფხულში შეგიძლიათ შეიძინოთ ბინა ბათუმში 859,6 აშშ დოლარად. გაზაფხულთან შედარებით (775,3 აშშ დოლარი) ფასი 84,3 აშშ დოლარით გაიზარდა. თბილისში საცხოვრებლის საშუალო ღირებულება 2022 წლის ზაფხულში 901,6 აშშ დოლარია. გაზაფხულის სეზონთან შედარებით ფასი 46,9 აშშ დოლარით გაიზარდა – 854,6 აშშ დოლარი.

ამ ქალაქებში უძრავი ქონების ღირებულებას მკვეთრი ზრდის ტენდენცია აქვს. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში თბილისსა და ბათუმში უძრავი ქონების ღირებულება გაიზარდა. სამშენებლო ბაზრის პირველად სექტორში უცხოური ინვესტიციების სახელმწიფო სტიმულირების გარდა, პირველადი უძრავი ქონების გაზრდილი მოთხოვნა აიხსნება მომგებიანი იპოთეკური სესხებით, ხელმისაწვდომი ფასებით და ბოლო დროს განვითარებული გეოპოლიტიკური პროცესებით.