15-დან 18 ივლისამდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჯადიაში “აბულის” გუნდის შემადგენლობაში 15 წლის განმავლობაში გამოსულ გრიშა პარონიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ფეხბურთის ტურნირი გაიმართა.
მემორიალური ტურნირი გრიშას შვილის არარატ პარონიანის ინიციატივით მოეწყო, საორგანიზაციო ნაწილს კი სარგის მარგარიანი უძღვება. ეს ტურნირი სოფელ მაჯადიაში 8 წელია იმართება.
თამაშებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 20 საფეხბურთო გუნდი მონაწილეობდა. მე-3 ადგილი მაჯადიას გუნდმა დაიკავა, მე-2 ადგილი ზაქის გუნდმა, ხოლო პირველი ადგილი დაიკავა სოფელ დილისკას გუნდმა.
ასევე აღვნიშნავთ, რომ გრიშა პარონიანი სოფელ მაჯადიას სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებელი იყო.
თამაშების ორგანიზატორს სარგის მარგარიანს სოფელ მაჯადიაში არა მარტო ფეხბურთის, არამედ სპორტის ყველა სახეობის განვითარება სურს.