სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.6 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს 440.0 მლნ. აშშ დოლარით სომხეთი იკავებს, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 413.3 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 343.9 მლნ. აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 1 246.9 მილიონი აშშ დოლარით, რუსეთი – 927.3 მილიონი აშშ დოლარითა და აშშ – 775.2 მილიონი აშშ დოლარით.
ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი დაიკავა მსუბუქმა ავტომობილებმა 990.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 341.3 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინის სახეობები 126.0 მილიონი აშშ დოლარით.