დღეს, 16 ივლისს სომხური სამოციქულო ეკლესია ვარდავარის დღესასწაულს აღნიშნავს.
ვარდავარი ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია. წყლის, სიცოცხლის, სიხარულისა და სიყვარულის ზეიმის დღევანდელი ჩანახატები.
ვარდავარი- სომხური ტრადიციული დღესასწაულია უფლის ფერისცვალების პატივსაცემად. აღინიშნება აღდგომიდან 14 კვირის შემდეგ. ცნობილია ორმხრივი წყლის შესხურების ჩვეულებით.
ახალქალაქში წელს ამინდი არ იყო შესაბისი, მიუხედავად მზიანი დღისა, დღეს არც ისე ცხელი ამინდი იყო, მაგრამ მაინც აღნიშნეს დღესასწაული. გავრცელებული ხალხური რწმენით, წელიწადი იღბლიანია მათთვის, ვისაც ვარდავარის დროს წყალს ასხამენ.
ტრადიციულად წუწაობა სურბ ხაჩ ეკლესიის ეზოში უფლის ფერისცვალების დღეს სადღესასწაულო მსახურების შემდეგ გაიმართა.