დღეს, 13 ივლისს, დილით, საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი არ აახლებს მონაცემებს ონლაინ და ეს მიწისძვრა არ არის დაფიქსირებული ცენტრის მონაცემთა ბაზაში, მაგრამ ის დაფიქსირდა Volcano Discovery-ის სეისმური ცენტრის მიერ.
მიწისძვრის ეპიცენტრი სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ ეშტიაში იყო.
მიწისძვრის სიმძლავრე 2.6 მაგნიტუდა იყო. ბიძგები თბილისის დროით 08:45 წუთზე დაფიქსირდა.