6 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს რექტორის ზურაბ ხონელიძის მიწვევით სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი ეწვია. რექტორთან პირადი საუბრის შემდეგ სომხეთის რესპუბლიკის ელჩი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსაც შეხვდა.
სმბატიანმა თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საუნივერსიტეტო დიპლომატიის მნიშვნელობას სამხრეთ კავკასიაში რეალური და სტაბილური მშვიდობის დამყარებაში. ამ კონტექსტში, ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის სტუდენტების შესაძლებლობას თავისუფლად და შეუფერხებლად ისაუბრონ რეგიონში არსებულ პრობლემებზე და ადამიანის უფლებების დარღვევის მიუღებლობაზე, განურჩევლად გეოგრაფიისა და ეროვნებისა, სომხეთის ელჩმა მთიან ღარაბაღში აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირების შედეგად წარმოქმნილი ჰუმანიტარული კრიზისი წარმოადგინა.
ამის შესახებ საქართველოში სომხეთის საელჩოს პრესსამსახური იტყობინება.