ახალქალაქის რაიონის სოფელ მურჯახეთსა და დადეშში მინი-სტადიონების გარემონტება მიმდინარეობს. ამ სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტმა 98 367 ლარი გამოყო.
წინასწარ გამოცხადებულ ელექტრონულ კონკურსში გამარჯვებული კერძო მეწარმე არტურ პეტროსიანი გახდა.
სარემონტო სამუშაოების დაწყებიდან 10 დღე გავიდა. მომუშავეების თქმით, ცოტა სამუშაო დარჩა, ბეტონირება დასრულებულია, რჩება ღობეების შეღებვა და ხელოვნური ბალახით დაფარვა.
„სამუშაოების 70% თითქმის დასრულებულია, რჩება ღობის შეღებვა და ტერიტორიის ხელოვნური ბალახით დაფარვა. განათებაც უნდა გავიყვანოთ, სამუშაოს ვადაზე 15 დღით ადრე დავასრულებთ“, – ამბობს არტურ პეტროსიანი.
ელექტრონულ ტენდერში წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ხელოვნური ბალახის სიმაღლე უნდა იყოს 26 მმ, ხოლო ბეტონის სისქე 4 სმ.
შეგახსენებთ, რომ სამუშაოების დასრულების ბოლო ვადაა 4 აგვისტო.
ორივე სოფელში სტადიონი თითქმის 10 წლის წინ აშენდა, ნორმალური რემონტი არცერთხელ ჩატარებულა.