ენოკ ბაბაჯანიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მურჯახეთიდან აფართოებს სასათბურე მეურნეობას, რომელიც პომიდვრის მოყვანაში 2020 წელს პირველი ინოვაციური სათბური იყო.

სოფელ მურჯახეთიდან ენოკ ბაბაჯანიანს სამი წელია თავის სათბურში პომიდორი მოჰყავს და ყიდის. წელიწადში 4 ტონა პამიდორს მაინც იღებს, 1 კილოგრამს 1,5-2 ლარად ყიდის. მწარმოებელი წელიწადში 8000 ლარამდე შემოსავალს იღებს. სათბური ინოვაციურია, მთელი ოჯახია დასაქმებული.

25 000 ლარის სასოფლო-სამეურნეო სესხის აღებით მან ახალი სათბური ააშენა, სადაც კიტრის მოყვანას აპირებს. მისივე თქმით, მომხმარებლისთვის მოსახერხებელი იქნება როგორც პომიდვრის, ისე კიტრის ერთ ადგილას შეძენა.
Enok1
ახალი სათბურის ფართობია 200 კვ/მ. მშენებლობა მიმდინარეობს, ფარდული უკვე დამონტაჟებულია, სათესი ადგილები მზადაა, მიწა მზადაა. ენოკი კიტრის დასარგავად ნერგებს ელოდება. ნერგები ახალციხიდან შეუკვეთა.

როგორც პირველი სათბური, ენოკმა ახალიც თვითონ ააშენა, საკუთარი ხელით, მასალები ინტერნეტით შეუკვეთა. ენოკი მშენებელ-ინჟინერია, ის ასევე ერკვევა ელექტროინჟინერიაში. ახალი სათბური იქნება მხოლოდ წვეთოვანი სარწყავი სისტემით, ძველი კი ინოვაციურია.

„ძველ სათბურში მიწა თბება ელექტროენერგიით ან გაზით, ძირი დაფარულია დიდი ქვებით, უბერავს თბილი ჰაერი, ქვები თბება, შემდეგ კი საღამოს ქვებიდან სიცხე ორთქლდება და ზევით ადის. მზის სადგური ათბობს წყალს, რომელიც მიდის მიწისქვეშ და ათბობს მას და სარწყავ წყალს. ზუსტად ამიტომ სათბური არის ინოვაციური. კიტრს ოქტომბერში მივიღებ, ეს ის თვეა, როცა მარნეულში კიტრი აღარაა, სათბურებში კი არ არის მოყვანილი. და ამ თვეში ჩემი მოსავლის გაყიდვა უნდა მოვასწრო“, – ამბობს ენოკ ბაბაჯანიანი.

ახალი სათბური თბილ თვეებში იმუშავებს. ის განკუთვნილია მხოლოდ კიტრის მოსაყვანად, მაგრამ ენოკი არ გამორიცხავს მწვანილის მოყვანას. ახალი სათბური, მართალია არ არის ინოვაციური, მაგრამ რადგან ფასები გაიზარდა, მას თითქმის იგივე ფასი დაუჯდა, რაც ინოვაციური. ძველი სათბური მუშაობს აპრილიდან ოქტომბრამდე.
Enok2
ახალ სათბურში ის „მამლუქისა“ და „კურაჟის“ ჯიშებს დარგავს.

ენოკ ბაბაჯანიანი იმედოვნებს, რომ მისი ხარჯები სამ წელიწადში დაიფარება.

მწარმოებელი მიიჩნევს, რომ ჯავახეთში პომიდორი და კიტრი კარტოფილისა და მარცვლეულის კარგი ალტერნატივაა. მათი ფასი კარტოფილისა და მარცვლეულის ფასთან შედარებით სტაბილურია.
varung
ბიზნესმენი თავის სათბურში ქიმიურ საშუალებებს არ იყენებს, მხოლოდ ბუნებრივ ბიოსუქებს.

ენოკ ბაბაჯანიანმა სათბური 2020 წელს ააშენა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ფინანსური მხარდაჭერით ENPARD-2 პროგრამის ფარგლებში. სათბურთან ერთად მან იყიდა ელექტროსადგურიც, რომელიც საათში 5 კვტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

2021 წელს ენოკმა გაეროს განვითარების პროგრამითკიდევ ერთი მზის სადგურის დამონტაჟების, რომელიც გამოიმუშავებს 10 კვტ-ს. ზაფხულში ენოკ ბაბაჯანიანი მზის სადგურის ენერგიას ენერგოგამანაწილებელ კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ ყიდის 11,5 თეთრად და მათგან ყიდულობს 18 თეთრად, ძირითადად ზამთარში.
Enokk

ბაბაჯანიანს რეალიზაციის პრობლემა არ აქვს, მყიდველები ახალქალაქისა და ნინოწმინდის მცხოვრებლები არიან.
სამი ერთში. ინოვაციური, პირველი სათბური ჯავახეთში 

ინოვაციური სათბური: ექსპერიმენტი, რომელმაც შესაძლებელი გახადა ელექტროენერგიის საფასური არ გადაეხადა