ახალქალაქის მცხოვრებმა, რომელმაც საკუთარი ეზოს სახლში ორი გველი იპოვა, საკუთარი შიშისა და რისკის მიუხედავად, ნაცნობების დახმარებით, გველები დაიჭირა და შორს მთებში გაუშვა. თუმცა იმის დადგენა, გველები შხამიანი იყო თუ არა, ვერ მოხერხდა, რადგან სპეციალისტები ვერ მოიძებნა.
გუშინ, 5 ივლისს, მთელი დღე, ახალქალაქის მცხოვრები ნაცნობებთან ერთად საკუთარ ეზოში ორი გველის დაჭერით იყო დაკავებული. მათ გველები დაიჭირეს, რომლებიც, მათი თქმით, დაახლოებით 70 სმ იყვნენ, პლასტმასის ვედროებში ჩასვეს და დასახლებული პუნქტებიდან შორს გაუშვეს.
აღვნიშნავთ, რომ რამდენიმე დღის წინ საკუთარი სახლის ეზოში, ერთმა მცხოვრებმა აღმოაჩინა ორი გველი და არ იცოდნენ რომელი სამსახურისთვის მიემართათ, რომ დაეჭირათ, ან თუნდაც შხამიანი გველები იყვნენ თუ არა. შემდეგ მიხვდა, რომ ქვეყანაში აღნიშნულ საკითხებზე რეაგირების სისტემა არ არის, მან გადაწყვიტა დამოუკიდებლად დაეჭირა და წაეყვანა, რომ მუდმივ დაძაბულობაში არ ეცხოვრა.