ხავეთი-დავნია-ერინჯას გზაზე აღდგენითი სამუშაოები ივნისში დაიწყო, რომელსაც კომპანია «ჯავახ ავტო გზა» ახორციელებს.
ამ პროექტის საწყისი ღირებულება 2 619 220 ლარია. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხავეთი-დავნია-ერინჯაში გზის ბეტონის სამუშაოები მრავალწლიანი პროგრამაა და 2023 წელს მშენებლობისთვის 500 000 ლარი გამოიყო, საიდანაც 200 000 მაღალი მთის ფონდმა გამოყო, 300 000 კი – ადგილობრივმა ბიუჯეტმა.
Jnews-თან საუბრისას რაიონული კრების მაჟორიტარმა დეპუტატმა ჰრაჩ მოვსისიანმა თქვა:
„ამ წუთებში მიმდინარეობს გზის მშენებლობის სამუშაოები, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის სამუშაოები 80%-ით დასრულებულია, მეწყერსაშიში ზონები ქვით შეივსო. სოფელ ხავეთის შესასვლელთან ჭაობიან და მეწყერსაშიშ ზონაში სამუშაოები დასრულებულია და სოფლის მოსახლეობას უკვე შეუძლია გზის ახალ მონაკვეთზე გავლა“, – თქვა ახალქალაქის რაიონის საკრებულოს დეპუტატმა ჰრაჩ მოვსესიანმა.
მშენებარე გზის საერთო სიგრძე 5 კმ 500 მ-ია, რომლის ჯამური ღირებულება 2 619 220 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ხავეთუ-დავნია-ერინჯას გზის აღდგენა გასულ წელს მსოფლიო ბანკის ხარჯზე უნდა მომხდარიყო, თუმცა ფონდმა თანხის გამოყოფაზე რატომღაც უარი თქვა.
ავტორი: გრიშა მკრტჩისნ