06.07.2023
ნახვები: 243 |
ავტორი: Susanna Srapyan
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტო „როსავიაციამ“ რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა გასცა.
„ეხო კავკაზას“ ცნობით, ნებართვების უმეტესობა გაცემულია ავიაკომპანია Red Wings-ზე, რომელსაც სურს ფრენები განახორციელოს შემდეგ მიმართულებებზე:
- ვლადიკავკაზიდან ბათუმსა და თბილისში
- ეკატერინბურგიდან ბათუმსა და ქუთაისში
- ჟუკოვსკიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით
- ყაზანიდან ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით
- კრასნოდარიდან თბილისის, ბათუმის და ქუთაისის მიმართლებით
- მახაჩკალიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით
- მინვოდიდან ბათუმისა და თბილისის მიმართლებებით
- მოსკოვიდან ბათუმისა და თბილისის მიმართლებებით
- ნიჟნი ნოვგოროდიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით
- პერმიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით
- დონის როსტოვიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით
- სამარადან ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით
- სოჭიდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართლებებით
- ტიუმენიდან ქუთაისისა და თბილისის მიმართულებებით
- უფადან ქუთაისისა და თბილისის მიმართულებებით
- ჩელიაბინსკიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით
გარდა ამისა, საქართველოში ფრენის უფლება მიეცათ ავიაკომპანიებს: Россия-ს და ЯмалRossiya და Yamal-ს.
ცნობისთვის, ნებართვის მიღება არ ნიშნავს, რომ ზემოაღნული ყველა მიმართულებით ფრენები აუცილებლად დაინიშნება.
ამ დროისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირ რეისებს ავიაკომპანიები: „აზიმუტი“ და „ჯორჯიან ეარვეიზი“ ახორციელებენ.