რეგისტრაციის გახსნიდან ორი საათის განმავლობაში „სინოვაკის“ ვაქცინაზე 5 370 ადამიანი დარეგისტრირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.
რაც შეეხება დაჯავშნის საიტის ხარვეზებს, იმნაძის თქმით, სისტემამ „ილონ მასკსაც გაუჭედა“ და ტექნიკური ხარვეზები ბევრ სხვა ქვეყანაშიცაა.
მისივე თქმით, ინდონეზიაში ჩატარებულმა კვლევამ ამ ვაქცინის მაღალი ეფექტიანობა აჩვენა, რომელიც „ფაიზერს“ არ ჩამოუვარდება, თუმცა ბრაზილიაში ჩატარებულმა კვლევამ უფრო ნაკლები, – 50,7 პროცენტიანი ეფექტიანობა გამოავლინა.
შეგახსენებთ, რომ „სინოვაკის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია, რომლის 100 ათასი დოზა საქართველოს ჩინურმა მხარემ საჩუქრად გადმოსცა, დღეს, 12:00 საათიდან დაიწყო.