საქართველოში კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 038 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 27 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 11 665 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 137, „პისიარ“ ტესტით – 5 528.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,32 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,9 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,84 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 330 879 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 310 859 გამოჯანმრთელდა, 4 469 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ აცრილია – 89 260 ადამიანი, დღიურად აცრილია 738.

კარანტინის რეჟიმშია 67, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 395 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 657 პირი.

ამასთან, 16 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 968 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 903 პაციენტი გამოჯანმრთელდა.