ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. ის სხდომათა დარბაზშივე დააკავეს მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. საუბარია „რუსთავი-2“-ის საქმეზე. მოსამართლემ გვარამია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში.
კახაბერ დამენიას 50 000 ლარის ჯარიმა დააკისრა, ზურაბ იაშვილი კი გაამართლა. პარალელურად, სასამართლოსთან მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილი.