ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისვის“ განცხადებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქალთა საფეხბურთო კლუბ „მართვეს“ მწვრთნელის, პაატა დოგრაშვილის მხრიდან 9 ფეხბურთელის მიმართ სექსუალური შევიწროება დაადგინა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს არის პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც საფეხბურთო კლუბი, ისევე როგორც მწვრთნელი, ცნობილი იქნა სექსუალურ შევიწროებაში პასუხისმგებლად და დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 36,000 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ საქმეზე „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წლების განმავლობაში მუშაობდა. ორგანიზაციაში აცხადებდნენ, რომ ქალი ფეხბურთელები განიცდიდნენ სექსუალურ შევიწროებასა და სექსუალურ ძალადობას მწვრთნელის მხრიდან.
„სექსუალური შევიწროება და დანაშაული გამოიხატებოდა არასასურველ ფიზიკურ შეხებაში, სექსუალური შინაარსის კომენტარებსა და პორნოგრაფიული მასალის იძულებით ყურებაში.