კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაცია ფართოდ გვარცელდა მსოფლიოში. აღნიშნული მოვლენის ასახსნელად ხშირად გამოიყენება ტერმინი «ინფოდემია» (information+epidemic, რაც ნიშნავს ინფორმაციას+ ეპიდემია). მთელ მსოფლიოში ცირკულირებადი დეზინფორმაციის გარდა, ვირუსის შესახებ, ასევე ადგილობრივი ისტორიებიც იქმნება. ჩვენ შევეცადეთ შეგვედარებინა, როგორ მოქმედებენ საქართველოსა და მეზობელ სომხეთში ვებ-გვერდები, რომლებიც მსგავს სიახლეებს ავრცელებენ.

კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას ძირითადად კლიკბეიტ-გვერდებზე ავრცელებენ, ბევრია, ასევე საინფორმაციო გვერდები მრავალწლიანი გამოცდილებითა და სტაბილური აუდიტორიით. ქართული ახალი ამბების სივრცეში დეზინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით განსაკუთრებით კლონირებული ვებ-გვერდები გამოირჩევიან. კლონირებული ცრუ-გვერდები იყენებენ ცნობილი გამოცემების დასახელებებს, იმიტირებას უკეთებენ ლოგოს და ამით მკითხველის ნდობის მოპოვებას ცდილობენ. მაგალითად, მკითხველმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ამერიკული ტელეარხის, CNN-ის ოფიციალური გვერდი არის cnn.com, ამის ნაცვლად, presscnnnews.ru გვერდზე გავრცელებული სიახლეების კითხვისას, სიახლეების სანდოობაში დარწმუნებულნი იქნებიან, ჩათვლიან, რომ ცნობილი საერთაშორისო გამოცემა ცრუ ინფორმაციის გავრცელებას არ დაიწყებს. რეალურად კი, ჩვენ კლონირებულ გვერდთან გვაქვს საქმე.

pressnews

დავუბრუნდეთ კლიკბეიტ-გვერდებს და აღვნიშნოთ, რომ ცრუ ინფორმაციის მაგენერირებელ გვერდებს საკუთარი მედია-პროდუქტი არ გააჩნიათ, ისინი ძირითადად სხვა გვერდებიდან აღებულ მასალას ავრცელებენ. კლიკბეიტ-გვერდები რეკლამების მეშვეობით მუშაობენ, ძირითადად Google Adsense-ის საშუალებით, ამიტომ ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ნახვა დააგროვონ. ნახვების რაოდენობას აქ სოციალური ქსელების დახმარებით ზრდიან. კლიკბეიტ-გვერდები ჩვეულებრივ ემოციურ, ან სენსაციურ სატყუარა სათაურებს იყენებენ.

კორონავირუსი მსგავსი გვერდებისთვის საგანგებო თემაა, ვირუსი ბოლომდე არ არის გამოკვლეული, შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებაა შესაძლებელი და მათი საშუალებით ნახვების უზრუნველყოფა.

ორივე ქვეყნის შემთხვევაში, დეზინფორმაციის გამავრცელებელი თითქმის ყველა კლიკბეიტ-გვერდი უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში იყო დარეგისტრირებული, 2018-2020 წწ. მსგავსი ვებ-გვერდების უმეტესობას «ჩვენ შესახებ» ან «დაკავშირება» დანაყოფი, სადაც მითითებული იქნება მათი საკონტაქტო მონაცემები, ან მათი საქმიანობა არ აქვთ.

newstime
NewsTime.am გვერდის დანაყოფი «დაკავშირება»

ის ფაქტი, რომ ამ გვერდების ძირითადი მიზანი ნახვების მაქსიმალური უზრუნველყოფაა, რამდენიმე თვის განმავლობაში დაფიქსირებული შედეგით იგრძნობა. მაგალითად, tarm-lur.ru გვერდი 2019 წლის სექტემბერში დარეგისტრირდა. SimilarWeb-ის მონაცემებით, ვებ-გვერდის ნახვები, რომელსაც საკუთარი მედია-პროდუქტი არ გააჩნია, ყოველთვიურად გაიზარდა: თუკი ოქტომბერში გვერდი 9 000 ადამიანმა ნახა, მარტში ნახვების რაოდენობამ 150 000 მიაღწია. მაშინ, როდესაც გვერდის ნახვებმა ძალიან მცირე პროცენტი შეადგინა- 3.35%, ხოლო 96.65% სოციალურმა ქსელებმა უზრუნველყო, ძირითადად Facebook ქსელი.

საქართველოსა და სომხეთში ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი გვერდები

იგივენაირად, რამდენიმე თვის წინ wnews.ge ქართული გვერდის ნახვების რაოდენობა, რომელიც 2019 წლის ნოემბერშია დარეგისტრირებული, ყოველთვიურად გაიზარდა. ისევ და ისევ, გვერდის ნახვებმა მიზერული პროცენტი შეადგინა- სულ რაღაც 1.93% ხოლო ნახვები სოციალური ქსელებიდან- 97.66%.

მსგავსი გვერდების შექმნას მინიმალური დაბანდება ესაჭიროება. თუმცა ამ გვერდების მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია ხალხზე დიდ ზეგავლენას ახდენს. ყალბი სიახლეების გამავრცელებელი ვებ-გვერდების IP-მისამართები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ, სომხური არ იყო, ყველა დარეგისტრირებული იყო ამერიკის, რუსეთის და გერმანიის სერვერებში. მაგალითად, armbestnews247.site გვერდის IP-მისამართი სანკტ-პეტერბურგშია დარეგისტრირებული.

სხვა ქვეყნების სერვერებში გვერდების რეგისტრაციის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს. ხშირად ავტორიზებული ვებ-გვერდები IP-მისამართებს სხვა ქვეყნების სერვერებში არეგისტრირებენ, რადგან ჰოსთინგის კომპანიები სხვა ქვეყნებში უფრო ხარისხიან მომსახურებას სთავაზობენ, გარდა ამისა, ეს კიბერშეტევის თვალსაზრისითაც უფრო უსაფრთხოა. სხვა ქვეყნების სერვერებში ვებ-გვერდების დარეგისტრირების კიდევ ერთი მიზეზია ის, რომ სხვა ქვეყნებში მომუშავე ჰოსთინგური კომპანიები, უფრო ხელსაყვრელ მომსახურებას სთავაზობენ. ვებ-გვერდებს სხვა ქვეყნების სერვერებში არეგისტრირებენ, თუმცა მათ სომხეთიდან მართავენ. არსებული მიზეზების ჩამოთვლასთან ერთად აღსანიშნავია, რომ .com მისამართებზე ვებ-გვერდების ხილვადობა ბევრად მეტია, რაც შეიძლება, მაგალითად, რეკლამით მომუშავე ვებ-გვერდის IP-მისამართის სხვა ქვეყნის სერვერში რეგისტრაციას ემსახურებოდეს.

st_petersburgh

ფსიქოლოგი ლილით ხლგატიანი SEO-თი (search engine optimization, SEO ინტერნეტში ვებ-გვერდების ხილვადობას უზრუნველყოფს) ამ საკითხით დაინტერესდა და სხვადასხვა ბლოგისათვის სტატიების წერა დაიწყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის სტატიებს სომხეთში მართვადი, ინგლისურენოვანი გვერდისთვის წერდა. ინგლისურვენოვანი გვერდის გარდა, გვერდის მფლობელს ასევე ბევრი სომხური გვერდი აქვს, რომლებიც რეკლამის ხარჯზე მუშაობენ. ლილითის თქმით, Google Adsense-სე ინგლისურენოვანი კონტენტის შემთხვევაში უფრო მეტი თანხის გამომუშავებაა შესაძლებელი, ვიდრე სომხური კონტენტის შემთხვევაში. ლილითმა კონტენტი მხოლოდ ინგლისურენოვანი გვერდისთვის შექმნა. მას უბრალოდ სთხოვეს თვალყური ედევნა მოდის სიახლეებისათვის და ინგლისურენოვანი მასალები მოემზადებინა, მოგვიანებით გვერდის მფლობელმა მას სომხური კონტენტით დაკავება შესთავაზა, მაგრამ, როდესაც ლილითმა ნახა, თუ რა მეთოდებით მუშაობდნენ, მან უარი განაცხადა.

ლილითი აღნიშნავს, რომ სომხურ კონტენტზე მომუშავე ადამიანები დაბალი ანაზღაურების გამო მუდმივად იცვლებოდნენ.

“ზუსტად ვერ გეტყვით, თუ რამდენს იღებდნენ გვერდის მფლობელები, რადგან ამ თემაზე არასდროს გვისაუბრია, მაგრამ მე ამ სფეროში ვმუშაობდი და ვებ-გვერდების რაოდენობიდან გამომდინარე, ვვარადობ, რომ თვეში არანაკლებ 1000 დოლარისა აქვთ”,- თქვა ლილითმა.

ლილითის თქმით, დეზინფორმაციის გამავრცელებელი გვერდები, სხვა ქვეყნების სერვერებში რეგისტრირდებიან, რათა თავი დაიზღვიონ, რადგან ამ შემთხვევაში ნამდვილი მფლობელის ნახვა რთულია.

კორონავირუსის შესახებ ცრუ სიახლეებს მედიცინის მუშაკებიც ავრცელებდნენ/ავრცელებენ. სოფო გელავა, საქართველოში «მედიის განვითარების ფონდის» (Media development foundation) გამომძიებელია. ის აღნიშნავს, რომ ექიმები ხშირად ვირუსის გავრცელების პრევენციის ხერხების, ან აღმოჩენილი ანტივირუსის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ.

“მსგავსი ინფორმაციის გავრცელებით ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები ვირუსის ხარჯზე ცხოვრებას ცდილობენ. ისინი საკუთარ პროდუქციას, რეკლამას, როგორც COVID-19 ვირუსით დაავადების პრევენციის საშუალებას უკეთებენ. ამასთანავე, ჩვენთვის ცნობილია, რომ ანტივირუსი ჯერ არ უნახავთ, და ბევრი ქვეყანა ანტივირუსის შექმნაზე მუშაობს”,- თქვა სოფო გელავამ.

ანალოგიურად ყალბი ისტორიები ქართულ და სომხურ სიახლეებში გავრცელდა. მაგალითად, ამბავი იმის შესახებ, რომ კორონავირუსის დაავადება ბანანის მეშვეობით გავრცელდა, რომელიც საზღვარგარეთიდან იყო იმპორტირებული; ჩინეთისთვის COVID-19-ის შექმნისათვის აშშ-ში მეცნიერის დაკავების შესახებ; ასევე ცრუ ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ კორონავირუსი ახალი ბიოლოგიური იარაღია – ეს ამბები ორივე ქვეყანაში გავრცელდა, უბრალოდ გავრცელების ხერხი იყო სხვადასხვა. მაგალითად, თუ სომხეთში კორონავირუსის ბანანით გავრცელების შესახებ ახალი ამბების სახით გავრცელდა, საქართველოში ეს სიახლე WhatsApp-ის, Messenger-ის და სხვა სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა. გარდა ამისა, სიახლეები ანალოგიური შემადგენლობით საქართველოში შარშანაც გავრცელდა, როდესაც ღორის გრიპის გავრცელება მოწამლულ ბანანებთან დააკავშირეს.

პანდემიის პირობებში იმ სპეციალისტების მუშაობა გართულდა, რომლებიც ფაქტების სანდოობას ამოწმებდნენ. ოპერატიული რეაგირების პრობლემის გარდა, არსებობს ასევე სანდოობის პრობლემა.

“არის ისეთი სიახლეები, რომლებიც უბრალოდ შეუძლებელია გადაამოწმო, ამ ამიზეზით ჩვენ ხშირად ექსპერტების, მეცნიერების და ექიმების აზრს ვეყრდნობით”, – ამბობს “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (Georgia’s Reforms Associates) ანალიტიკოსი ნიკა მამულაძე.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში, როგორც სომხეთის ახალ ამბებში, ასევე საქართველოში, უცხოური პრესიდან გადაბეჭდილი ფეიკ სიახლეები, ძირითადად რუსული მედიის საშუალებით გავრცელდა. კორონავირუსის გავრცელების შესახებ ცრუ სიახლეებს, ასევე თურქული kafkassam.com გვერდი ავრცელებდა.

ეს გვერდი ხუთ ენაზე გამოდის, მათ შორის სომხურ ენაზეც. გვერდს აქვს სომხეთის, ირანის, რუსეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს სხვადასხვა დანაყოფები. kafkassam.com-ი 2014 წლიდან ფუნქციონირებს და ხასან ოკაის სახელზეა დარეგისტრირებული. გვერდის დამაარსებელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პარტია «ნაციონალური მოძრაობის» წევრი , ჰასან ოქტაია. ნაციონალისტი ჰასან ოქტაი 2004 წელს სომხეთს ეწვია.

kafkasse

31 დეკემბრიდან ქართულ და სომხურ სიახლეებში კორონავირუსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი გვერდების ჩამონათვალი, პანდემიის გამოვლენის მომენტიდან დღემდე ისევე, როგორც გავრცელებული ფეიკ სიახლეების დეტალურ ინფორმაციას, შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

ორივე ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ფეიკ სიახლეების ქრონიკის გარდა, ჩვენ ასევე ცრუ სიაახლეების გამავრცელებელი გვერდების დარეგისტრირების თარიღების მონაცემები ჩავრთეთ ისევე, როგორც IP-მისამართები, პირდაპირი ნახვები და ნახვები სოციალური ქსელების საშუალებით.

პროექტი განხორციელებულია მულტიმედიური საგანმათლებლო ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით. ამ გვერდზე გამოთქმული აზრები მაფინანსებელი ორგანიზაციის შეხედულებებს შეიძლება არ შეესაბამებოდეს.