1 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვაში, ჯვრის გახსნისა და კურთხევის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ინიციატივის ავტორები არიან სოფელ არაგვის მკვიდრნი, რომლებიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობენ. ჯვრის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე, სოფლის მცხოვრებლების გარდა, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ხოლო კურთხევის რიტუალი ჯავახეთის მთავარი ვიკარიატის სასულიერო პირებმა შეასრულეს.
როგორც Jnews-ს არაგავას სულიერმა მოძღვარმა ტერ თადეოს ტერ-მკრტჩიანმა აცნობა, ინიციატივის ავტორებმა სოფლის მოსახლეობას და სტუმრებს 500 სუვენირი დაურიგეს. აღსანიშნავია, რომ სუვენირების ერთ მხარეს ლოცვა „მამაო ჩვენო“ წერია, მეორე მხარეს კი ჯვარი.
დიდი ლითონის ჯვარი სოფელ არაგვას ტერიტორიაზე მდებარე გორაზე დამონტაჟდა. საზეიმო ცერემონიის შემდეგ გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილებოდნენ, ახალქალაქის კულტურის სახლის აშუღის სკოლა, “ჯავახქ” ანსამბლი, და სომხეთიდან მოწვეული მომღერლები, კერძოდ, სოფელ არაგვაში მცხოვრები ცნობილი მომღერალი, მასის ჰუნანიანი. ამასთან, სოფლის სკოლის მოსწავლეები წარდგნენ დადგმული ნომრით.
სოფლის მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა სპონსორებს კეთილი საქმისთვის და ცერემონიის დასასრულს დამსწრეებისთვის სამხტო გააკეთეს, რასაც ტკბილეული მოჰყვა.