ახალქალაქის მერობის კანდიდატი მელიქ რაისიანი, წარდგენილი «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» პარტიის მხრიდან, ამბობს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რეგიონალური საარჩევნო კომისია და «ოცნება» ზეწოლას ახდენენ მათ კანდიდატებზე, რომ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» პროპორციული სია შედგება 29 ადამიანისგან, თუ ორი არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, მთელი სია ვერ მიიღებს მონაწილეობას.

გუშინ «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» სიით წარდგენილმა ორმა კანდიდატმა მიმართა კანდიდატურის მოხსნას, დღეს კი მათ განაცხადები გააუქმეს. ისინი ჯერ არ არიან დარწმუნებული იბრძოლებენ ბოლომდე თუ არა.

«საოლქო საარჩევნო კომისია ახდენს ზეწოლას, ჰასმიკი გვატერორებს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ღამით მიდის ადამიანებთან და აშინებს, ხოლო მელქონი – შტაბში, სამველმა დაურეკა ვოლოდიას რძალს და უთხრა-დილით ჩვენ გაგათავისუფლებთ სამსახურიდან. კარგი, გამათავისუფლეთ, ვნახოთ როგორ გააკეთებთ ამას, ჩვენ გვჭირდება მიზეზი. რატომ მოაშორეთ ბარბარიან არევი შტაბიდან, ამ ადამიანს აქვს თავისი იდეები, რა შუაშია ერთი მეორესთან?» – ამბობს მერობის კანდიდატი მელიქ რაისიანი.

ის განმარტავს, რომ თუ სიაში 28 -ზე ნაკლები ადამიანია, მაშინ მთელი სიიდან წარდგენილი კანდიდატები ვერ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში.

«თავდაპირველად 7 ადამიანი გაათავისუფლეს, 2 ადამიანი გაათავისუფლა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურმა, ბოლოს კი თქვეს, რომ ყველაფერი კარგად არის. ახლა ისინი აიძულებენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, ურეკავენ, დადიან ღამით და აშინებენ: შალვა ლომსაძე, გრიშა წურწუმიას შვილი, მე მათ ვასახელებ. დილით მელქონმა არევიკი გაათავისუფლა, 700 ლარ ხელფასს ღებულობდა, თქვა, აღარ მოხვიდეო. მეოთხე დღეა, რაც ჰასმიკი არ გვაძლევს იმ საბუთებს, რომელიც უნდა მიეცა თვის 2 რიცხვში, იმისდა მიუხედავად არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას თუ არა, ეს უკვე დარღვევაა,», – დაამატა მელიქ რაისიანმა.

მისი თქმით, მათი კანდიდატები ვოლოდია ზოფუნიანი, ცისან მიქელაძე და ინგა მაისურაძე ზეწოლის ქვეშ არიან.

Jnews-ი ცისანა მიქელაძეს ტელეფონით დაუკავშირდა.

«Არ ვიცი რა გავაკეთო. მე თვითონ მეშინია ჩემი ქმრის და შვილის, მე თვითონ ვთქვი, რომ ღმერთმა ნუ ქნას, სამსახურიდან გამათავისუფლონ. მე ვმუშაობ დეპუტატის (პარლამენტის დეპუტატი სამველ მანუკიანი) ძმისშვილის კაფეში, ანუ მეც მემუქრებიან სამსახურიდან გათავისუფლებით», – განაცხადა ცისანა მიქელაძემ, რომელმაც გუშინ, 5 სექტემბერს, მიმართა რეგიონალურ საარჩევნო კომისიას მისი კანდიდატურის მოხსნის განცხადებით.

ვოლოდია ზოფუნიანი არ პასუხობდა ჩვენს ზარებს მთელი დღის განმავლობაში. მისი ტელეფონი მუდმივად დაკავებული იყო. ზოფუნიანი არის ახალქალაქის საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორის ანაჰიტ ასატურიანის ბიძა. ანაჰიტი ასევე მუშაობს «ქართული ოცნება» პარტიის საარჩევნო შტაბში.

მელიქ რაისიანის თქმით, დღეს დილით «ოცნების» მერობის კანდიდატმა მელქონ მაკარიანმა ოფისიდან გაიყვანა ზოფუნიანის რძალი, რომელიც ასევე ერთ-ერთი საბავშვო ბაღის მზარეულია და საარჩევნო შტაბის კოორდინატორი.

«ვოლოდიას ცოლი მუშაობს დამლაგებლად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში. თუ თქვენი ქმარი არ მოხსნის კანდიდატურას, მაშინ პრობლემები გექნებათ. მივედი და ვეუბნები მის შვილს – ახალგაზრდა, რატომ ამცირებ ასე მამაშენს? ერთი თვის წინ, როდესაც მოვიდა, მან თქვა, რომ მას სურდა დარეგისტრირებულიყო დეპუტატობის კანდიდატად, სწორედ მაშინ ვთქვი, რომ ისინი ჩვენზე ზეწოლას ახდენენ, დააშინებენ, აიძულებენ, დაემუქრებიან, მან კი მიპასუხა, რომ ის იყო თავისი სიტყვის კაცი. და ახლა? თუ ის თავის კანდიდატს მოხსნის, როგორ შეიძლება იცხოვროს დანარჩენი 28 კანდიდატის ლანძღვის ქვეშ? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ არ გვეძლევა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ნება მომეცით ერთი მარტივი რამ ვთქვა, ვინც არ უნდა შემოვიეს აქ- ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მას მიჰყვება ორ საათში».

არევიკ ბარბარიანმა, ვოლოდია ზოფუნიანის საცოლემ დაურეკა Jnews- ის რედაქციას. ის გაბრაზებული იყო იმის გამო, რაც მელიქ რაისიანმა თქვა ამ სტატიაში მის და მის ოჯახზე. მისი თქმით, ის არასოდეს ყოფილა «ოცნების» შტაბის თანამშრომელი და მასზე ზეწოლა არ განხორციელებულა. ის ირწმუნება, რომ ოჯახის წევრებმა თავად სთხოვეს ვოლოდია ზოფუნიანს კანდიდატურის მოხსნა, რადგან ოჯახიდან ოთხი მუშაობს სხვადასხვა საჯარო სამსახურში.

«ჩემი სიმამრი დღეს მთელი დღე არ არის სახლში (6 სექტემბერს 23:30 საათზე), მისი ტელეფონი გამორთულია. ვაჟები მას ეძებენ. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის «ნაციონალური მოძრაობის» გაკეთებული, მათ დაალევინეს და თავიანთთან გააჩერეს, რომ განცხადება არ გავაუქმოთ, არ მოვხსნათ კანდიდატურა. მათ კვლავ შეიტანეს მის მაგივრად განცხადება, როდესაც ის მთვრალი იყო. უკვე ფხიზელ მდგომარეობაში, როდესაც ჩვენ ვესაუბრეთ მას, ის წავიდა განაცხადის ასაღებად, კანდიდატურის მოხსნისთვის და შემდეგ კვლავ აიძულეს შეეტანა», – ამბობს არევიკ ბარბარიანი.

ინგა მაისურაძემ JNEWS–თან საუბარში დაადასტურა, რომ საუბარი იყო, მაგრამ ის არ შეუშინებიათ.

«მე ვერ ვიტყვი, რომ იყო ზეწოლა, არ იყო ზეწოლა. მე ვმუშაობ ქალაქის დასუფთავებაში, ბატონმა ბიჩახჩიანმა თქვა, რომ ეს არის თქვენი სურვილი, თუ ხელს მოაწერთ, გახდებით «ნაციონალური მოძრაობის» ნაწილი, ანუ მიიღებთ მონაწილეობას, სამსახური უნდა დატოვოთ, ჩემთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა, მე თქვენთვის ვამბობ, ასეთი სიტუაციაა. მე გადავწყვიტე, რომ მივსულიყავი ბატონ რაისიანთან და მეთქვა, რადგან ნაბიჯი გადავდგი და დავთანხმდი, არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ და ბოლომდე წავალ. უფრო მეტიც, მე არ მინდა, რომ ჩემს გამო ვინმეს პრობლემები შეექმნას», – განაცხადა ინგა მაისურაძემ, რომელიც შედის «ნაციონალური მოძრაობის» პარტიაში არჩევნებში მონაწილეთა სიაში.

ჩვენ შევეცადეთ ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორისგან არმენ ბიჩახჩიანისგან გაგვეგო, შეაშინა თუ არა მან მაისურაძე.

«მე არ შემიძლია მისი დაშინება, ეს მისი ნებაა, რა გითხრათ. მე არაფერი მაქვს საერთო არც მის დაშინებასთან, არც ბალოტირებასთან- მსგავსი არაფერი მომხდარა, ისინი ამბობენ, ვითომ მე უნდა წავიდე, დავტოვო სამსახური. რამდენი ხანია მან თავისი კანდიდატურა წამოაყენა, შემეძლო მეთქვა ერთი თვის წინ, მაგრამ მე არ მითქვამს», – თქვა სერვის ცენტრის დირექტორმა.

ხოლო ჩვენს დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ ინგა მაისურაძე მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში კანდიდატად, თქვენ დაითხოვებთ მას სამსახურიდან? ბიჩახჩიანმა უპასუხა: «ნახეთ, შემიძლია მოვიდე და გავაკეთო განცხადება, რომ მინდოდა მერი ვყოფილიყავი, მაგრამ ამის უფლება არ მომცეს, განა შეიძლება ასე? ვიღაცას შეუძლია უთხრას მას, რომ შენთვის შესაფერისი არ არის ქუჩების გაწმენდა, რათა უცებ არ თქვან, რომ ის, ვინც ქუჩებს ასუფთავებს, არის დეპუტატობის კანდიდატი, ის შეიძლება მოვიდეს და თქვას, რომ თავისი ნებით სურს დატოვება, ხოლო შემდეგ იტყვიან, რომ ბიჩახჩიანმა გამოიყენა ძალა».

ზეწოლის ზემოაღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით, ახალქალაქის მერობის კანდიდატმა «ქართული ოცნებიდან» მელქონ მაკარიანმა თქვა შემდეგი:

«მაქსიმალური, უმაღლესი დონის ტყუილია. ჯერ ერთი, არ გვყავს თანამშრომელი სახელად არევიკ ბარბარიანი . მეორეც, დილით ადრე ჩამოვედი და შტაბში წასვლის დროც კი არ მქონდა, მაშინვე წავედი წინასაარჩევნო აგიტაციაზე. ჩვენ არ გვაქვს 700 ლარის თანამდებობა, ჩვენი რეგისტრირებული ხალხი, აგიტატორები იღებენ ხელფასს დაახლოებით 150 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ზეწოლას, მე ვთხოვ, ტყუილად ცოდვა არ აიკიდონ. გთხოვთ, მეც აქ ვარ და ის ადამიანიც აქ არის, ვინც ჩვენ გავათავისუფლეთ, თუ ეს შესაძლებელია, სხვის მაგივრად არ გააკრიტიკონ».

მერობის კანდიდატი მელიქ რაისიანი ამბობს, რომ თავად ცისანა მიქელაძემ არაერთხელ შესთავაზა კანდიდატად საკუთარი თავის დასახელება.

«მოვიდა, დარეგისტრირდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, შეაგროვა ხმები, ვინ ვის მისცემს ხმას, მე მაქვს ყველა ჩანაწერი, რა გავაკეთო ახლა? ჩვენ ვართ ოპოზიცია, გვაქვს ბრძოლა და არა სიმდიდრე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენს უფლებებს გვართმევენ. ეს არ არის არჩევნები, თუ თქვენ არ მისცემთ უფლებას ადამიანს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, თქვენ წართმევთ ადამიანის უმნიშვნელოვანეს უფლებას. ჩვენ ვმონაწილეობთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში, ჩვენ არ მივდივართ სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენ არ ვართ ტერორისტები, არ ვართ რადიკალები. დიახ, თქვენ ხართ უფრო ძლიერი, მაგრამ მოდით ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ ვიღებთ 5% -ს თუ 10% -ს», – ამბობს ახალქალაქში «ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან» მერობის კანდიდატი.

აღსანიშნავია, რომ ერთ თვეზე ნაკლები რჩება საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების
არჩევნებამდე.