სანქციების ვადა 10 წლით განისაზღვრა. შეზღუდვები მოიცავს უკრაინის ტერიტორიაზე ფრენებისა და ტრანზიტის შეწყვეტას, ლიცენზიების გაუქმებას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას და სხვ.
სანქცირებულთა სიაშია ავიაკომპანიის დირექტორი თამაზ გაიაშვილიც.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აღადგინა, Georgian Airways პირდაპირ ფრენებს აწარმოებს თბილისსა და მოსკოვს შორის.