28 ივნისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა 2023 წლის ბიუჯეტში მორიგი ცვლილება დაამტკიცეს, რომელიც 651 879 ლარს მოიცავს.
მთლიანი ოდენობიდან 125 000 ლარი პანსომხურ თამაშებში მონაწილეობისთვის გამოიყო, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში სომხეთში გაიმართება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში პროექტის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ფოტომომსახურებისთვის 5 000 ლარი გამოიყო.
ცვლილებების უმეტესობა 521 879 ლარს მოიცავს. ისინი ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც ეხება.
პროგრამის „სოფლის მხარდაჭერის“ ფარგლებში განხორციელებულ 9 ინფრასტრუქტურულ სამუშაოს მუნიციპალიტეტმა საბოლოო დასრულებისთვის თვითდაფინანსების სახით რესურსები დაუმატა. 5 შემთხვევაში სხვადასხვა სამუშაოებისთვის გამოყო თანხა.
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილას სასაფლაოს შემოღობვისთვის პროგრამით 16 000 ლარი გამოიყო. დოკუმენტაციის მიხედვით, საერთო პროექტის განსახორციელებლად 23 327 ლარია საჭირო. სამუშაოების დასასრულებლად მერიამ გამოყოფილ თანხას 7327 ლარი დაუმატა
2. სოფელ თახჩაში გზის რეაბილიტაცია: პროგრამით – 10 000 ლარი, პროექტის დოკუმენტაციის მიხედვით 25 000 ლარია საჭიროა, მერიიდან დამატებით – 15 000 ლარი.
3. სოფელ გოდოლარში სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია: პროგრამით – 16 000 ლარი. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით 21 925 ლარი, ანუ 5 925 ლარის დამატებაა საჭირო.
4. სოფელ მოდეგამში სასაფლაოს შემოღობვისთვის 10 000 ლარი გამოიყო, თუმცა 12 840 ლარის დამატებაა საჭირო.
5. სოფელ ბარალეთის სასაფლაოს კეთილმოწყობა: პროგრამით – 16 000 ლარია. დამატებითი ხარჯი 31 631 ლარს შეადგენს.
6. სოფელ ვაჩიანში ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა: პროგრამით – 20 000 ლარი. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით 26 868 ლარი, ანუ დამატებით 6 868 ლარია საჭირო.
7. სოფელ ბურნაშეთში მინი-სტადიონის ასაშენებლად 16 000 ლარია გათვალისწინებული: პროექტი – 22 000 ლარი, დამატებითი თანხა – 6 000 ლარი.
8. სოფელ კოთელიაში მემორიალის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 19 950 ლარია გამოყოფილი.
9. საკრებულოს შენობის რეკონსტრუქციისთვის ბიუჯეტიდან 101 964 ლარი გამოიყო.
10. მომავლის სახლის შენობის რეკონსტრუქციისთვის 75 210 ლარია გამოყოფილი.
11. სოფელ კარწახში სცენის რეკონსტრუქციისთვის – 58 415 ლარი.
12. სოფელ აზავრეთის სარიტუალო სახლის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო 50 000 ლარი, პროექტი – 101 986 ლარი, დამატებითი თანხა – 51 986 ლარი
13. სამხატვრო სკოლის რეკონსტრუქციისთვის 69 777 ლარია გამოყოფილი.
14. სოფელ გოდოლარში სარიტუალო სახლის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 40 000 ლარი, საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით საჭიროა 101 986 ლარი, ანუ დამატებითი თანხა 61 986 ლარს შეადგენს.