27 ივნისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 5 წლის წინანდელი საკითხი განიხილეს. სოფელ კუმურდოს საცხობის საკუთრებისა და სარგებლობის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ ახალი გზა გამონახა.
შედგა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომისიის, სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის, მიწისა და ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის ერთობლივი სხდომა. ერთ-ერთი განხილული საკითხი სოფელ კუმურდოში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს შეეხო, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებად მიიჩნევა. ტერიტორიის ფართობია 416.კვ/მ-ია, საცხობი – 127 კვ/მ.
როგორც კომისიის სხდომაზე განაცხადეს, სახელმწიფომ მიწა ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე გადავა.
„მიწა იჯარით გადმოგვცეს, რადგან სარგებელის მოტანა შეგვეძლო. მუნიციპალიტეტი ამ მიწას არ ყიდის, მხოლოდ იჯარით გასცემს, რომ პურის წარმოება შეინარჩუნონ. გაყიდვის შემთხვევაში, უცნობია მიწის მფლობელი მას როგორ გამოიყენებს. რათა სოფელ კუმურდოსა და კიროვაკანის მოსახლეობას საცხობი და პური ჰქონდეს, ობიექტს გავაქირავებთ. სოფელში მიწაც აღარ არის და თუ ხვალ თონე დაგვჭირდება, ჩიხში აღმოვჩნდებით. მხოლოდ მოსახლეობის ინტერესებით ვხელმძღვანელობთ“, – განმარტა ვაჰან ბატოიანმა.
მისი თქმით, იჯარით პირდაპირ გაიცემა, მაგრამ ვადა და თანხა ჯერ უცნობია. საცხობი სასამართლოს შემდეგ მთლიანად სახელმწიფოს გადაეცა, რის შემდეგაც იგი ადგილობრივ ხელისუფლებას ჩაბარდება. საკრებულოს დეპუტატებმა კიდევ ერთი ვარიანტი განიხილეს – მიწის ნაკვეთის გაყიდვა. ბიუროს შემდგომ სხდომაზე სოფელ კუმურდოს პურის საცხობის საკითხი საკრებულოს დეპუტატებს დასამტკიცებლად გადაეცემა.
სოფლის მოსახლეობასა და სამთავრობო უწყებებს შორის დაპირისპირების მიზეზი სწორედ თონე გახდა. 2019 წლის 8 აგვისტოს სოფელ კუმურდოს მოსახლეობა სოფლის ცენტრში შეიკრიბა და ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა, რადგან სოფლის თონეც გაიყიდა. 6 აგვისტოს აუქციონზე სოფელ კუმურდოს ცენტრში მდებარე 480 მ² ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გავიდა, სადაც 30 წელია თონე ფუნქციონირებს. აუქციონში ერთი პირი მონაწილეობდა და დახურვამდე 28 წუთით ადრე ნაკვეთი 19 500 ლარად შეიძინა.
სოფლის მცხოვრებლებმა, რომლებიც ამ საცხობში პურს სამი თაობა აცხობდნენ, უსახსრობის გამო აუქციონში მონაწილეობა ვერ მიიღეს. ყოველივემ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ადგილობრივები შედეგების გაუქმებას მოითხოვენ.
მერია აუქციონზე მუნიციპალურ ქონებას გაიტანს
30 აგვისტოს საღამოს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, რომელმაც ნაკვეთი შეიძინა, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, სოფელ კუმურდოს მოსახლეობას შეხვდა. მისი თქმით, აუქციონზე თონე და მიწის ნაკვეთი შეიძინა, თუმცა, როცა გაიგო, რომ მოსახლეობა თონეთი სარგებლობდა და გაყიდვას ეწინააღმდეგებოდა, გადახდაზე უარი განაცხადა. როგორც გაირკვა, აუქციონი საბოლოოდ ბათილად გამოცხადდა და ნაკვეთი სახელმწიფოს ბალანსზე დარჩა.