ახალქალაქის რაიონის სოფელ კარწახში სურბ ჰოვანეს კარაპეტის ტაძრის რესტავრაციისათვის გაიხსნა ანგარიში: GE73BG0000000345852899. თოვლმა და წვიმამ სახურავი გააფუჭა, არსებობს ჩამონგრევის საშიშროება. სოფელი კარწახის მოსახლეობას საყოველთაო მხარდაჭერის იმედი აქვს.

სოფელი კარწხის მოსახლეობის მიმართვაში ნათქვამია: «ძვირფასო თანამემამულენო, სოფელი კარწახის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სურბ ჰოვანეს კარაპეტის ტაძარს თქვენი დახმარება ესაჭიროება, რადგან ტაძრის სახურავი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს. შემოწირულობა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE73BG0000000345852899. ქვემოთ წარდგენილია ტაძრის ფოტოსურათები და რესტავრაციისათვის აუცილებელი დანახარჯების ბიუჯეტი».

რამოდენიმე დღის წინ Jnews-მა კარწახის სურბ კარაპეტის ტაძრის მდგომარეობის შესახებ მასალა გამოაქვეყნა. სოფლის მცხოვრებმა ვიტალი ბანგოიანმა წვიმის შემდეგ ტაძარი შიგნიდან გადაიღო და ვიდეოჩანაწერი ჩვენს რედაქციაში გამოაგზავნა.

სტატიაში კარწახის ტაძარი წყლით დაიფარა შეგიძლიათ ტაძრის მდგომარეობა იხილოთ.

შეგახსენებთ, რომ სოფელი კარწახის სურბ ჰოვანეს კარაპეტის ტაძარი 2012 წლის 14 ივლისს ხელმეორედ აკურთხეს. ტაძრის სახურავი მთლიანად ქვის ფილებითაა დაფარული. სოციალიზმის პერიოდში ტაძარი ხელისუფლების იურისდიქციაში გადავიდა, 1929 წელს ტაძარი დაკეტეს, 1933 წელს საწყობად აქციეს. 1992 წლიდან ტაძარი გადაივიწყეს და 20 წლის შემდეგ აღადგინეს და გახსნეს. დღეს ის მოქმედი ტაძარია, რომელიც ХIX საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა.

წყალი და ხავსი კარწახის ტაძრის მუდმივი სტუმრები არიან

ჯავახეთში სომხური სამოციქულო ეკლესიის ვიკარიატი მოგვიწოდებს წყალში ჩაძირულ ტაძარს დავეხმაროთ

შემოწირულობის გადარიცხვა შესაძლებელია GE73BG0000000345852899 ანგარიშზე, რომელიც «საქართველოს» ბანკში, სოფლის მცხოვრების ასმიკ საგატელიანის სახელზეა გახსნილი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სოფლის მაცხოვრებელს აკობ დოხოიანს ნომერზე: +37477050688 (viber,WhatsApp);
ასევე საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ვიკარიატის ხელმძღვანელს ტერ მაგაკია ამირიანს, მობ: +995 596 014 000, +37455013600 (viber, WhataApp);
ან დაუკავშირდეთ დილისკისა და ახლომდებარე სოფლების სულიერ მოძღვარს ტერ ტიგრან მხითარიანს, მობ: +995579113277 (viber,WhatsApp).