ახალქალაქში ის ტურისტები, რომლებიც საინტერესო ადგილების სანახავად ჩერდებიან, არც თუ ისე ხშირია.  ძირითადად ვარძიიდან წალკისკენ მიმავალ გზაზე ჩამოდიან. რატომ არ რჩებიან ადამიანები ახალქალაქში ერთ დღეზე მეტად? – Jnews-ი ამ საკითხის გარკვევას შეეცადა.

ცნობილი „მინერალური“ ქალაქის ბორჯომის ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი სასტუმროს უზარმაზარი დარბაზი ცენტრალური აზიისა და ისრაელის ტურისტებით არის სავსეა. ოჯახებთან, მოხუც მშობლებთან ერთად არიან ჩამოსულები. უზარმაზარ რესტორანში ცარიელი ადგილის პოვნა ძალიან ძნელია. ტურისტულ სეზონზე ყოველთვის ასე ხდება. საქართველოს ნებისიერ კუთხეში იპოვის ტურისტი თავისი ფინანსებისა და ინტერესების შესაბამის ადგილს. სამცხე-ჯავახეთში, ბორჯომის გარდა, ტურისტული ადგილებია ბაკურიანი, აბასთუმანი, ახალციხე, ვარძია. ყველა ეს ადგილი ამჟამად საქართველოს პოპულარულ მიმართულებებს შორისაა. რეგიონის ჩამოთვლილი ქალაქებისგან განსხვავებით, ჯავახეთი ტურისტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით არ სარგებლობს. ტურიზმში ჩართული პირების აზრით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

უსახელო დიზაინი - 1

ვაღარშაკ შახბეკიანი არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს, თუმცა გასული წლიდან ტურიზმითაც დაკავდა. გასული წლიდან 90 ველოსიპედისტს ხელმძღვანელობს, რომლებმაც ჯავახეთზე უნდა გაიარონ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთიდან ველოსიპედისტები ახალქალაქში მხოლოდ რამდენიმე საათი დარჩებიან, ყოველივეს ორგანიზებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა. ნორმალური სასტუმროსა და რესტორნის პოვნა რთულია, რადგან ახალქალაქში მცირე რაოდენობითაა. ტურიზმის ნაკლები პოპულარობის მთავარი მიზეზი კვლავ სერვისის, მომსახურების და ინფრასტრუქტურის გაუმართაობაა. ვაღარშაკის თქმით, სხვა პრობლემებიც იკვეთება.

„სასტუმროები ხშირად ინვოისს ინგლისურად ვერ წერენ. უცხოელებს კი ქართული არ ესმით. სასტუმროების უმეტესობაში მენიუც კი არ არის ინგლისურად. ანუ მთავარი პრობლემა მომსახურების სფეროს და ფინანსური დოკუმენტაციაა. უნდა განვითარდნენ და ტურისტთან ურთიერთობა დახვეწონ, გაიგონ, რას ანიჭებენ უპირატესობას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანები. უნდა მიიზიდონ და სწორად მოემსახურონ. რამდენიმე წლის წინ ტრენინგებიც ჩატარდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მათ ამ საკითხში არავინ ეხმარება”,- აღნიშნავს იგი.

Untitled Design - 1

ვაღარშაკ შახბეკიანის თქმით, ქართული ტურისტული კომპანიებიც არ ინტერესდებიან, რომ ტურისტები ჯავახეთში დარჩნენ.

„ეს ხელს არ აძლევთ, რადგან ძირითადად თავიანთ რესტორნებთან და სასტუმროებთან არიან დაკავშირებულნი. ტურისტები ძირითადად იქ რჩებიან, აქ კი დღის დიდ ნაწილს ატარებენ. დიდი ალბათობით, პერსპექტივას და პოტენციალს ვერ ხედავენ და ამიტომ იქცევიან ასე”,- ამბობს იგი.

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებლის, ნატალია ბახტაძის ინგლანდერის თქმით, ჯავახეთიც შედის ტურისტულ მიმართულებაში, თუმცა ბევრი მოსაგვარებელი პრობლემა აქვთ.

“ახალქალაქი ტურისტული ადგილია, უბრალოდ სერვისები არ გააჩნია. ზუსტად ეს არის პრობლემა. თქვენ იქ სხვა ღირებულებები გაქვთ –  კულტურა, მრავალფეროვნება. ტურისტს, რომელიც იქ მიდის, სჭირდება სერვისი, რომელიც შინაურულიც კი იქნება. რესტორანში წასვლა არავის სურს, რადგან კუპეში შესვლის შემდეგ არავინ არაფერს გიხსნის. ანუ ის ტურისტული სერვისები და რეკლამა, რომლებიც ახლა ახალქალაქშია, მოთხოვნებს დაშორებულია. იქ მხოლოდ ის ტურისტი ჩადის, რომელსაც ინდივიდუალური ინტერესები აქვს და დარჩენას აპირებს“, – აცხადებს ნატალია ბახტაძე ინგლანდერი.

Untitled Design - 1

იგი მიიჩნევს, რომ ახალქალაქი, ნინოწმინდა და წალკა აღიქმება როგორც ერთი მიმართულება და ერთი მარშრუტი.  ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში განხორციელებულმა პროექტმა გარკვეული სერვისები განავითარა. ეს კი, თავის მხრივ, სასოფლო დასახლებაში სხვა პროექტების დაფინანსებას უწყობს ხელს.

„მთავარი ისეთი პროდუქციის დამზადებაა, რომელიც სტუმართმოყვარეობაზეა დაფუძნებული და ნამდვილად მუშაობს. ამის მაგალითია ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ვოლოდიას კოტეჯები, ჩანჩკარი. მსგავსი სერვისებია ხიზაბავრაში, გოგაშენში. იგი ნელ-ნელა ვითარდება. მთავარი ადგილობრივების მონდომებაა. ჯავახეთში დავიწყეთ  პროექტი BirdWatching, ტრენინგიც ჩავატარეთ, რომელსაც ძალიან ბევრი ადგილობრივი დაესწრო. მათ მონაწილეობის მიღებაც სურდათ. ტურიზმი ბიზნესია. სახელმწიფო კი სხვა ტურისტული ადგილების შექმნაზე არ ზრუნავს. ამ პასუხისმგებლობას ხალხი იღებს და საკუთარ ბიზნესს იწყებს“, – აცხადებს ნატალია ბახტაძე ინგლანდერი.

ninooba6

რეგიონის პრიორიტეტი, რომელიც სამი ქვეყნის (სომხეთი, თურქეთი და საქართველო) დამაკავშირებელია, ტურისტის ჯავახეთში მეტი დროით გაჩერებაა. რას აკეთებს ამისთვის მთავრობა, მუნიციპალიტეტი ან რეგიონული ხელისუფლება, Jnews-ი მომდევნო სტატიებში გაგაცნობთ.