თეთრობში ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის აშენება იგეგმება, რომელიც რამდენიმე ტურისტულ მარშრუტს დააკავშირებს.

დაცული ტერიტორიების შექმნისა და განვითარებისთვის გერმანიამ საქართველოს 16 000 250 აშშ დოლარის გრანტი გამოუყო განვითარების სახელწიფო ბანკის – KFW-ის მეშვეობით. გრანტი გათვლილია მომდევნო 6-წელიწადზე, – ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტრო იტყობინება.

გერმანიის მიერ გამოყოფილი თანხები ხელს შეუწყობს ნაკრძალების ადმინისტრაციის მუშაობის გაუმჯობესებას და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე ეკოტურიზმის განვითარებას. გერმანული ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტს ჰქვია “ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება – საქართველო”.

თეთრობი, ჭობარეთი: ჯავახეთის სილამაზე (Photo)

ამ პროგრამის ფარგლებში თეთრობის ნაკრძალში ჯავახეთის ეროვნულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნება. ეს ადგილი ნაკრძალად ითვლება იმის გამო, რომ აქ იშვიათი ჯიშის, ხავერდოვანი ყვავილი იზრდება, რომელიც მსოფლიოს ოთხ ადგილას გვხვდება. ყვავილს ჯავახეთის პამპარულა ჰქვია, თეთრია და ნაკრძალის სახელს უკავშირდება – თეთრობი (ქართულიდან თარგმნა – „თეთრი ადგილი“). ნაკრძალის ტერიტორია 3000 ჰექტარია. ეს ჟანგბადით ყველაზე მდიდარი ადგილია მთიან ჯავახეთში.

„მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, იქ აშენდება კოტეჯები, იქნება ინფრასტრუქტურა. აღიჭურვება ბილიკები, იქნება საცხენის ვარიანტი და ბევრი სხვა. ადგილი, სადაც კოტეჯები განთავსდება, რეინჯერთა კოტეჯის ცოტა ზემოთ არის. ეს ბილიკი შემდეგ სხვა ბილიკებს დაუკავშირდება, მაგალითად ის წავა ვარძიის მხარეს, მეორე სხვა ადგილისკენ, მთელი სისტემა იქნება.  3 კოტეჯი განთავსდება წყაროებთან, იქნება თავლა – უნაგირები, ცხენები. იქნება ადგილი კოცონისთვის, რათა არ იყოს ხანძრების საშიშროება და ა.შ. მსგავსი პროექტები არა მხოლოდ ჩვენთან იქნება“, – ამბობს ჯავახეთის ეროვნული პარკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თამაზ კარაპეტიანი.

 

17

მისივე თქმით,  სხვა პროექტებთან ერთად კეთილმოეწყობა თეთრობის ნაკრძალი.

ნაკრძალის კეთილმოწყობაზე მომუშავე “ტურიზმის განვითარების ასოციაციის” წარმომადგენლის, ირაკლი მელიქიძის თქმით, იგეგმება ხის კოტეჯების აშენება საკუთარი სველი წერტილებით – შედეგად, ეს იქნება 50 კმ-ის სიგრძის ტურისტული ქალაქი, 50 კმ-ის სიგრძის ბილიკებით. ტენდერი უკვე დასრულებულია, სამუშაოები დაწყებული.

შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ მთავრობა ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას და არსებულის 100 000 ჰექტრით გაზრდას გეგმავს. მისივე თქმით, ქვეყანაში დაცული ტერიტორიების ტერიტორია დღეისთვის უკვე დაახლოებით 300 000 ჰექტარით გაფართოვდა. გერმანული ბანკი, რომელიც საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს, მხარს უჭერს პროექტებს ენერგეტიკის სექტორში, ხელს უწყობს მდგრად ურბანულ განვითარებას, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვას, პროფესიული სწავლების განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ თეთრობის ნაკრძალი ჯავახეთის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის – ეს ადგილი საქართველოს ტურისტულ მარშრუტებში არ შედის.