ჭობარეთზე საუბრისას (ოფიც. ჩობარეთი), ადგილობრივებს იმ ტყის ასოციაცია უჩნდება, რომლის გაგრძელებაც ბაკურიანი და საბჭოთა პიონერთა ბანაკია. ახლა მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. თუმცა, ადგილობრივთა უმეტესობამ არც კი იცის, რომ ჭობარეთი გაცილებით მეტია ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი.
Jnews–ის რედაქციისთვის უკვე ტრადიციად იქცა ჯავახეთის ეროვნული პარკის, „საფარის“ სერვისით სარგებლობა. ამჯერად Jnews-ი ჭობარეთის – ჯავახეთის ბუნებრივი ტყეებისკენ მიემართება. ვარევანის, ალასტანის, გოკიოს სოფლების გავლით, ავტომობილი, რომელიც ციცაბო მთების დაპყრობას ემსახურება, ტყეებამდე ადვილად ადის.
გზის მარცხენა მხარეს, თქვენს თვალწინ პეიზაჟი იხსნება. ერთი შეხედვით, მთის სივრცეებს შორის მარტოხელა სამლოცველო დგას. მის ძირში სოფლებია, რომლებიც მთების სილუეტებითაა გარშემორტყმული. ამ ადგილს თუ არ იცნობთ, ხეობაში გადამალულ პატარა ჩანჩქერსაც ვერ ნახავთ.
ტყეები და მთები – სოკოს ამკრეფებისთვის ნამდვილი სამოთხე ოდნავ მაღლა იწყება. 10 წუთში ნახევარი ტომარა ქამა სოკო ავკრიფეთ. აქ ნახავთ რუსულა, ბოლეტუსი და სხვა სოკოებს.
ტყეებში კენკრაც გვხვდება. მათ შორის ჩვეულებრივი და შავი ვარდის ასკილები. ჭობარეთში – თეთრობების ნაკრძალში ბრაკონიერებისთვის მკაცრი კანონები და უზარმაზარი ჯარიმებია. როგორც ნაკრძალის რეინჯერები ამბობენ, გარეული ცხოველებიდან შეგიძლიათ ნახოთ კურდღელი, მაჩვი, შველი, ფოცხვერი, მელა, მგელი და დათვი… ხშირად მათ ის ფოტოხაფანგები აფიქსირებენ, რომლებიც ყველგანაა დამონტაჟებული. რეინჯერების თქმით, ცხოველები იშვიათად ესხმიან თავს ადამიანებს. მათ სამი მეტრის მოშორებითაც ხედავენ ხოლმე.
“ისინი თავს გარკვეულ შემთხვევებში ესხმიანი – ან დაშავებულნი არიან ან ნაშიერს იცავენ”, – განმარტავს არმენი, ნაკრძალის რეინჯერი.
ტყის სიღრმეში რუსული ქოხი დგას. ეს საბჭოთა ჯარის მემკვიდრეობაა. ადგილობრივების თქმით სახლი რუსმა ჯარისკაცებმა ააშენეს.
ეს ადგილი ბუნებრივ ნაკრძალად ითვლება, რადგან მხარეში იშვიათი, ხავერდოვანი ყვავილი იზრდება, რომელიც მსოფლიოს მხოლოდ ოთხ ადგილას გვხვდება. თეთრ ყვავილს ჯავახეთის პამპარულა ჰქვია და ნაკრძალის სახელს უკავშირდება – თეთრობი (თეთრი ადგილი). ნაკრძალის ტერიტორია 3000 კვადრატული მეტრია. ეს მთიან ჯავახეთში ჟანგბადით ყველაზე მდიდარი ადგილია.
ახლა ამ სახლს რეინჯერები და ის იშვიათი ტურისტები იყენებენ, რომლებიც ღამით რჩებიან.
ტყეებში ბალახის მთიბავ ადგილობრივებსაც შეხვდებით. ისინი გზასა და წყაროს მიგასწავლიან.
წყაროს შვიდი ძმის წყაროს ეძახიან. წყალი ცივი და გემრიელია. სოფელი ალასტანი სასმელ წყალს ამ წყაროდან იღებს.
ჰორიზონტზე ბრწყინვალე მთის პეიზაჟებს იხილავთ, რომელიც სვანეთს ან ხევსურეთს არ ჩამოუვარდება, მაგრამ ჯავახეთი ტურიზმისთვის პოპულარული მხარე არ არის.
შემოდგომის მიუხედავად, გაზაფხულის ყვავილები ყვავის. ხოლო მთები ღრუბლებში იფარება. მიუხედავად იმისა, რომ ზღვის დონიდან 2500 კვ.მეტრზე მაღლა ხართ, სუნთქვა მაინც ადვილია.
ხალხის მზერისგან შორს, მთებისა და ტყეების შუაგულში, ორიდან ერთ-ერთი დანგრეული სამლოცველო იმალება. ადგილობრივები მას თეთრ სამლოცველოს უწოდებენ.
ხალხი სალოცავად მოდის. სამლოცველო თეთრი ქვითაა ნაშენი. მისი აშენების ისტორიაზე სანდო ინფორმაცია არ არსებობს.
ამბობენ, რომ ახლომდებარე მთებში მარმარილოს საბადოებია.
ამ ადგილებს გლობალიზაცია არ შეხებია – ისინი ხელუხლებელია. ამიტომაც იშვიათი ტურისტებისთვის მიმზიდველია. ბუნება მრავალფეროვანია.
რელიეფი შიშველი, კლდოვანი ჯავახეთისგან ძალიან განსხვავდება.
წყარო ყველა ხეობაში მოედინება. ფაუნაც მრავალფეროვანია და შემოდგომაც აყვავებული.
მთებში, კოკია ჩაის გორაკზე, მეორე სამლოცველო იმალება. გამოცდილი რეინჯერებისა და ადგილობრივი მეგზურების გარეშე ადვილად დაიკარგებით. წვიმის დროს ხეობიდან გამოსვლა რთულია.
ამ ადგილიდან სამკუთხედში, 3 მუნიციპალიტეტს შორის აღმოჩნდებით – ახალქალაქი, ასპინძა და ბორჯომი. ტყეების ულამაზესი გაგრძელება ბაკურიანია.