ევროკავშირის თავმჯდომარე სახელმწიფოს, შვედეთის წარმომადგენლობის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ევროკავშირის მთავრობები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის მიღებაზე შეთანხმდნენ. ახალი პაკეტი ძირითადად უკვე არსებული სანქციების გვერდის ავლაში მონაწილე მესამე ქვეყნებისა და კომპანიების წინააღმდეგაა მიმართული.
ახალი სანქციები ასევე ორმაგი გამოყენების ნივთების მიყიდვის აკრძალვის საშუალებას იძლევა ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებმაც შესაძლოა საქონელი მომავალში რუსეთს მიყიდონ. პაკეტის ფარგლებში მსგავსი პროდუქციის ჩამონათვალიც გაიზარდა.
ევროკავშირი ასევე შეშფოთებულია თავისი პროდუქციის მკვეთრი ზრდით რუსეთთან არსებულ პერიფერიებზე: სომხეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი, რომელიც შემდგომ კრემლის ხელში ხვდება.
გარდა ამისა, აიკრძალა რუსეთში რეგისტრირებული ავტოფურგონების მიერ ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთა და ასევე ნავთობის ტრანსპორტირება „დრუჟბა“-ს მილსადენის სამხრეთის მკლავზე.
ევროკავშირის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციაში მონაწილეობისთვისა და სხვა მიზეზების გამო, სანქცირებულთა სიას 71 პირი და 30 ორგანიზაცია დაემატა. ევროკავშირში მათი აქტივები სრულად გაიყინება.