ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-მაისის თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 45,6 ათასი ტონა, რაც 19,4 ათასი ტონით ანუ 74%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (26,2 ათასი ტონა) შედარებით.
2023 წლის 5 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 23,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 50,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი – 11,6 ათასი ტონა (25,4%); თურქეთი – 9,5 ათასი ტონა (20,8%); აზერბაიჯანი – 1,3 ათასი ტონა (2,9%);
2023 წლის იანვარ-მაისის თვეებში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 18,46 ათასი ტონა, რაც 4,21 ათასი ტონით ანუ 29,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (14,25 ათასი ტონა) შედარებით.
2023 წლის 5 თვის განმავლობაში გათხევა