დღეს, 30 მარტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამში პროგრამა «მედიაგანათლების ამაღლების გზით დემოკრატიის გაძლიერების» ფარგლებში «ერთი სამყარო სკოლაში» პროექტის დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.

«ერთი სამყარო სკოლაში» საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც ხორციელდება სლოვაკეთში, პოლონეთში, ესტონეთში, რუმინეთში, შვედეთში, გერმანიაში, ლივანში, მონღოლეთში და სომხეთში. საქართველოში პროგრამა 2011 წელს ამოქმედდა და ხორციელდება იმერეთის, სამეგრელოს, შიდა ქართლის და ახლა ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებშიც.

 

kulikam5

პროგრამა «ერთი სამყარო სკოლაში» ხორციელდება ორგანიზაცია People in need-ის საქმიანობის ფარგლებში. პროგრამა თანამედროვე სამყაროს აქტუალურ პრობლემებზე დოკუმენტური ფილმების ჩვენებას ითვალისწინებს.

«ჩვენ სამცხე-ჯავახეთში ორი ორგანიზაცია გვაქვს. «ქალები ჯავახეთის მომავლისათვის» და LAG. პროექტის ფარგლებში სამი ფოკუს ჯგუფი გვყავს. ეს არის ახალგაზრდობა, ქალები და ასაკოვანი ადამიანები. საინტერესოა ის, რომ ხშირად ვერ შეხვდები განათლების სფეროში მსგავსი მეთოდოლოგიის მქონე პროგრამას. სწავლება მიმდინარეობს რეალურ მოვლენებზე დაყრდნობით გადაღებული დოკუმენტური ფილმების ჩვენებით. რომელიც ამსუბუქებს გაგებას, თუ რა არის მედიაგანათლება, ადამიანის უფლებები და ადამიანის უფლებების დარღვევა», – ამბობს «მედიაგანათლების ამაღლების გზით დემოკრატიის გაძლიერების» პროგრამის მენეჯერი ანნა კუჩუა-ჩახაია.

kartikam2

 

პროექტ People in need-ის ფარგლებში იმუშავებენ ჟურნალისტებთან და ახალგაზრდებთან.

 

kartikam3

ანა კოჩუა-ჩახაია შეკრებილ ქალებს პროგრამისა და ფილმის შესახებ უყვება, რომლის ჩვენებაც დღეს გაიმართა.

People in need

სოფელ კარტიკამში დიდი შთაგონებით მონაწილეობენ პროგრამაში.
პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის მიერ TRANSITION-ის პროგრამის და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში.