9-12 მარტს საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, – ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, მთიან რეგიონებში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.