ჯავახი სპორტსმენი ნაირ მელიქიანი 7 ივლისს მადრიდში (ესპანეთი) წესების გარეშე ბრძოლაში მიიღებს მონაწილეობას. მისი მეტოქე პერუს წარმომადგენელი რუდი გავდიაა. იგი ამ წონით კატეგორიაში ერთ-ერთი უძლიერესია – 20 მოგება და მხოლოდ 3 წაგება.
ნაირ მელიქიანი 70 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, თუმცა ამ ბრძოლისთვის 4 კგ დაიკლო.
იგი თავის წონით კატეგორიაში ერთ-ერთი უძლიერესია: 14 გამარჯვება და მხოლოდ 1 მარცხი.