30 აგვისტოს ახალქალაქის აუზზე ცურვის შეჯიბრებები გაიმართა როგორც ვაჟებს, ასევე გოგონებს შორის.
ტურნირი დიდი ხანია მზადდება. ცურვის მონაწილე 32 ბიჭმა და 4 გოგონამ ცურვის სხვადასხვა სტილსა და ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზა.
ჩემპიონატზე დასასწრებად ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებმაც კონკურსში გამარჯვებულებს მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
გამარჯვებულებისთვის მომზადდა თასები, მედლები, საჩუქრები და სიგელები.
ბავშვების საგულშემატკივროდ ბევრი ხალხი მივიდა, რომლებიც შეჯიბრებას აივნიდან უყურებდნენ.