1-2 დეკემბერს სომხეთში K1 კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის სპორტსმენებმა მიიღეს. ისინი საპატიო პოზიციებით დაბრუნდნებ.

385522090_706924531393357_120141144237578975_n

404564640_370246895370115_8620602509766287374_n

ტურნირში მონაწილეობა 5 სპორტსმენმა მიიღო, მათგან სამმა პირველი ადგილი დაიკავა, ორმა – მეორე ადგილი.

პირველი ადგილი შემდეგ სპორტსმენებმა დაიკავეს:

– ალბერტ ჰარუთუნიანი 16-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში, 51 კგ წონით კატეგორიაში.

– ანდრანიკ თუმასიანი 13 წლის ასაკობრივ ჯგუფში, 40 კგ წონით კატეგორიაში.

– ზოჰრაბ ჰარუთუნიანი, რომელმაც მეტოქე ნოკაუტით დაამარცხა 12 წლის ასაკობრივ ჯგუფში, 35 კგ წონით კატეგორიაში.

მათ ჰქონდათ პროფესიონალური ბრძოლები, თითოეული ბრძოლა შედგებოდა სამი რაუნდისაგან, გრძელდებოდა 3 წუთი.

სპორტსმენები, რომლებმაც მეორე ადგილი დაიკავეს.

– ანდრანიკ სიმონიანი 30 კგ წონით კატეგორიაში, 11 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში.

– ლიოვა მშეციანი 36 კგ წონით კატეგორიაში, 13 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში.

აღვნიშნავთ, რომ მათი ტრენერი ანდრანიკ აბელიანია.

370758084_1191874945105416_916064471187934993_n

386445488_771983211404715_8473109995317441100_n

ტურნირში მონაწილეობა მიიღეს სპორტსმენებმა რუსეთიდან, ირანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან. სპორტსმენები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.