17 ივნისს ახალქალაქის ცენტრალურ პარკში თბილისიდან მოწვეულმა პროფესორებმა მსურველებს არტერიული წნევა შეუმოწმეს. აქცია „მაისის გაზომვის დღეები“ არტერიული ჰიპერტენზიის ადრეულ სტადიაზე გამოვლენისთვის ტარდება.

ახალქალაქში აქცია პირველად გაიმართა.წნევის გაზომვისა და კვალიფიციური რჩევის მიღების მსურველი ბევრი იყო.

აქცია ახალქალაქში „ჰიპერტენზიის კვლევის საზოგადოების“ და კვლევისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დახმარებით, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

ექიმები პარკში მოეწყვნენ, სადგომი, მაგიდები გაშალეს და პაციენტები მიიღეს. აქცია 12:00 საათზე დაიწყო და 15:00 საათამდე გაგრძელდა. JNEWS-ის ვიზიტისას ადგილზე არტერიული წნევის გაზომვის უამრავი მსურველი იყო. ზოგმა აქციის შესახებ იცოდა, ზოგმა კი ექიმები შენიშნა, დაინტერესდა და შეთავაზებული მომსახურებით ისარგებლა. პირებს მკურნალობაც დაუნიშნეს.

პროფესორი, კარდიოლოგი ბეჟან წინამცხვრიშვილი მიიჩნევს, რომ არტერიული ჰიპერტენზიის ადრეულმა გამოვლენამ შესაძლოა ჰიპერტენზიით გამოწვეული გართულებები შეამციროს.

“ამ ღონისძიების მიზანი არტერიული ჰიპერტენზიის გამოვლენაა. ბევრ ადამიანს არტერიული წნევა არასდროს გაუზომია და არც ჰიპერტენზიის არსებობის შესახებ არის ინფორმირებული. წნევის მაღალი დონე სისხლძარღვთა უკმარისობის განვითარების მთავარი რისკ-ფაქტორია. ბევრს მასკირებული ჰიპერტენზია აქვს, მაგრამ სიმპტომები არ გამოვლენილა, არც ჩივილები აქვთ. ეს ფარული იშემიაა. ასეთ სკრინინგ კვლევებს დაავადების გამოსავლენისა და მკურნალობის დანიშვნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს”, – განმარტავს წინამცხვრიშვილის კარდიოლოგიური ცენტრის დირექტორი, პროფესორი-ბეჟან წინამცხვრიშვილი.

izmireie davleniya

პროფესორ დალი ტროპოიძის თქმით, მსგავსი ფორმატის აქცია ადამიანებს ძალიან ეხმარება.

“ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში არტერიული წნევა სიკვდილიანობისა და ავადობის რისკს ზრდილს. ქალაქში ხალხის შესამოწმებლად, რჩევის, რეკომენდაციების გასაცემად და მაღალი წნევის გამოსავლენად ჩამოვედით“, – განაცხადა დალი ტროპოიძემ.

მოსახლეობას კონსულტაცია შემდეგმა პროფესორებმა ჩაუტარეს: ბეჟან წინამცხვრიშვილმა, ვაჟა აგლაძემ, რუსუდან კვანჯიხაძემ, ნინო გოშავმა და დალი ტროპოიძემ.

ორგანიზაცია მსგავს აქციებს 2017 წლიდან საქართველოს ქალაქებში ატარებს.

16 ივნისს ამავე ექიმებმა ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში არტერიული წნევის შესახებ კონფერენცია გამართეს.