მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ჯარისკაცი ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლიდან თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს . მისი მდგომარეობა მძიმეა.
უბედური შემთხვევა 15 ივნისს მოხდა, 45 წლამდე კაცს მეხი იმ დროს დაეცა, როცა სავარაუდოდ ტელეფონზე საუბრობდა. უამინდობა ახალციხეში დღის მეორე ნახევარში დაიწყო.