14 ივნისს “გრანდ მურის“ საკონფერენციო დარბაზში ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. კონფერენციის სახელწოდება იყო “უმრავლესობა უმცირესობაში, უმცირესობა უმრავლესობაში”. იდეა გაეროს სტაჟიორს კრისტინა მარაბიანს ეკუთვნოდა, ორგანიზაციაზე კი არასამთავრობო ორგანიზაცია “ღია საზღვრებმა” გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაფინანსებით იზრუნა.
კონფერენცია პროექტის „ინფორმაცია, როგორც ეროვნული უმცირესობების უფლებებისთვის ბრძოლის ეფექტური საშუალება“ ფარგლებში შედის. შეხვედრაზე მოიწვიეს ჯავახეთში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები სიტყვით გამოვიდნენ, თავიანთ ეთნიკურ ჯგუფსა და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებსაც თავად აწყდებიან. გამოსვლებს განხილვაც მოჰყვა.
კონფერენციის პარალელურად ფოტოკონკურსი გაიმართა, რომელიც წინასწარ იყო გამოცხადებული. 17 ფოტოდან კონფერენციის მონაწილეთა ანონიმური კენჭისყრით 3 საუკეთესო გამოვლინდა, რომელთა ავტორებიც ბორის კარსლიანი (1-ლი და მე-2 ადგილი), შოღიკ რაისიანი (მე-2 ადგილი) იყვნენ.