ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეში (2022 წლის 8 ოქტომბერი) ერთ-ერთი ბრალდებული ახალქალაქელი არტურ ტერჩანიანი კვლავ წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია. 8 თვის შემდეგაც, სასამართლოს საქმე არ განუხილია. ეს დრო არტურის ოჯახი და ახლობლები ადვოკატის მომსახურების საფასურს იხდიდნენ, თუმცა ამ თვეში შეწყვიტეს, რადგან ოჯახს ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. სურთ, რომ “მისი უდანაშაულობა დაამტკიცონ”.

ოჯახის წევრებს არტურ ტერჩანიანთან ურთიერთობა აქვთ, მისი მდგომარეობა არც ისე მძიმეა. ახლობლები სწორედ ადვოკატისთვის თანხის გადახდაში ეხმარებოდნენ.

„დახმარების ძალა აღარ აქვთ. გამოძიებას დიდი დრო სჭირდება, ჩვენ კი ადვოკატი გვესაჭიროება, რომლის ფინანსებიც ოჯახის არ გააჩნია. ადვოკატის ფული აღარ გვაქვს. არტური მოსკოვში წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია. ბრალად ასაფეთქებელი ნივთიერების გადაზიდვა ედება, მაგრამ მის წინააღმდეგ მტკიცებულება არ არსებობს. გამოძიება კი მიმდინარეობს და გარკვეული არაფერია, არც ის ვიცით, გამოძიება რამდენ ხანს გაგრძელდება. საქმე სასამართლომდე ჯერ კიდევ არ მისულა. როცა სასამართლოს დღე მოვა, გამოძიებას დამატებითი დროც დასჭირდება, რადგან არ არსებობს ფაქტები და მტკიცებულებები, არც ექსპერტიზაა მზად. არტური საქმეში კვლავ ეჭვმიტანილია და არა ბრალდებული“, – ამბობს არტურის მეუღლე ჟენია.

არტურ ტერჩანიანი ყირიმის ხიდზე აფეთქების საქმეში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, გამოძიება ოქტომბერში დაიწყ:  ყირიმის ხიდზე აფეთქების საქმეში ახალქალაქში მცხოვრები არტურ ტერჩანიანი ფიგურირებს, როგორც DAF სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელმაც ტვირთი ფოთიდან სომხეთში, შემდეგ კი რუსეთში გადაიტანა. ამ სატვირთოდან საქონელი, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, სხვა სატვირთო მანქანაში გადაიტვირთა, რომელიც 8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე აფეთქდა.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ყირიმის ხიდზე აფეთქების საქმის 8 დაკავებულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. არტურ ტერჩანიანი ერთ-ერთი მათგანია. მანქანა, რომელსაც ის დაქირავებული მძღოლის სტატუსით მართავდა, იმ მარშრუტის გასწვრივ მოძრაობდა, რომელიც მოიცავს როგორც საქართველოს, ისე სომხეთსა და რუსეთს. სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტმა (SRC) სატვირთო მანქანის მარშრუტის აღწერაც გამოაქვეყნა. აღნიშნულია, რომ ტვირთმა რენტგენოლოგიური ექსპერტიზაც გაიარა, რომელმაც რისკები არ გამოავლინა. ტვირთი შემოწმდა და საბაჟო კავშირის კლასიფიკაციის კუთხით, განბაჟებისას პრობლემა არ შექმნილა და “EAEU”-ს საქონლის სტატუსიც მიიღო.

არტურ ტერჩანიანის ოჯახის წევრები შეშფოთებულნი არიან, რადგან, თუ ადვოკატის საფასურს ვერ გადაიხდიან, არტურს ვერავინ დაიცავს და მონაწილეობაშიც დაადანაშაულებენ. აღნიშნავენ, რომ თუ არის ვინმე, ვისაც სურს მათ არტურის უდანაშაულობის დამტკიცებაში დაეხმაროს, შეუძლიათ ადვოკატისთვის თანხა შემდეგ ანგარიშებზე გადარიცხონ.

“სბერბანკი” – ტელეფონის ნომერზე – +79060200475 ალექსეი გურგენის ძე

“საქართველოს ბანკი” – GE84BG0000000533862466 კამო ტერჩანიანი

FSB-ის ინფორმაციით, ყირიმის ხიდის აფეთქებაში უკრაინის, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ

ყირიმის ხიდის საქმეში ბრალდებული ტერჩანიანი 2 თვით პატიმრობაში რჩება