ახალქალაქში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. მასშტაბური ღონისძიებები არ დაგეგმილა, მაგრამ ქალაქის პარკი და სურბ ხაჩის ეკლესიის ეზო ბავშვებითა და მშობლებით სავსე იყო.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალქალაქის ცენტრალურ პარკში სხვადასხვა საბავშვო აქტივობა და გასართობი მოეწყო.
1 ივნისის პროგრამა მოიცავდა “პუი პუის” თოჯინების თეატრის სპექტაკლებს, კულტურის სახლის საბავშვო ცეკვის ანსამბლების ეროვნული და თანამედროვე სტილის წარმოდგენებს, ახალქალაქის მომავლის სახლის მოსწავლეების გამოსვლებს. ბავშვებს ტროტუარზე ხატვაში ახალქალაქის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებიც დაეხმარნენ. ღონისძიება სურბ ხაჩის ეკლესიის ეზოში მოეწყო კონცერტი, თამაშები, მივიდნენ ანიმატორები, ბავშვებს ნაყინებიც დაურიგეს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 1 ივნისს აღინიშნება. იგი 1949 წელს პარიზში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააარსა და პირველად 1950 წელს აღინიშნა.