თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს (YSK) ხელმძღვანელის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და იგი ხელახლა აირჩიეს თურქეთის პრეზიდენტად.
აჰმედ იენერმა ოფიციალურად გამოაცხადა არჩევნების შედეგები და განაცხადა, რომ პრეზიდენტად ერდოღანი ხმების 52.14%-ით აირჩიეს.
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობდა. უბნები 17:00 საათზე დაიხურა. მასში 14 მაისის არჩევნების პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატები – მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ოპოზიციონერი ქემალ ქილიჩდაროღლუ იღებდნენ მონაწილეობას.