25 მაისს ახალციხეში მოხალისეთა რეგიონული ფორუმი გაიმართა, რომელშიც სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა ორგანიზაცია მონაწილეობდა.

ფორუმი განათლებისა და დასაქმების განვითარების ცენტრისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის “მესხ-დემოკრატთა” კავშირის ორგანიზებით გაიმართა.

ფორუმი ახალციხეში, რაბათის ციხე-სიმაგრეში შედგა. ახალგაზრდები ორგანიზაციებს გაეცნენ დამათთვის საინტერესო სფეროებში მოხალისეებად  დარეგისტრირდნენ.

Gia Andxuladze

jnews kamavor

შეხვედრის ფარგლებში სხვადასხვა ორგანიზაციაში უკვე დასაქმებული მოხალისეების მონაწილეობით ვიდეორგოლები აჩვენეს. მათ შორის ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის ლიდა ალმასიანის შესახებ მომზადებული ვიდეოც იყო.

Lida Almasyan

ფორუმის მონაწილეები “VOLUNTEER.GE”-ის ვებგვერდს გაეცნენ, სადაც მოხალისეობრივ აქტივობებში მონაწილეობისთვის შეუძლიათ დარეგისტრირდნენ.

grancum

ფორუმის მიზანი ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მოსახლეობაში კულტურის გავრცელებაა. ფორუმი უკვე რამდენიმე წელია არსებობს. მას ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი აფინანსებს.